მდიდარი ჭა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მდიდარი ჭა
Богатый колодезь
მდებარეობა დონის როსტოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი XVII საუკუნის დასასრული
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101346000

მდიდარი ჭა (რუს. Богатый колодезь) — ისტორიისა და ბუნების ძეგლი[1], რომელიც მდებარეობს დონის როსტოვში, ბოგატიანოვსკის აღმართში, სადოვისა და სანაპიროს ქუჩებს შორის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მემორიალური დაფა

გადმოცემის თანამხად ახალგაზრდა მეფე პეტრე I გენერლებთან და კაზაკ მამასახლისებთან ერთად რუსული გემების გადაადგილებას აკვირდებოდა ტემერნიკის შესართავთან. მან დაინახა წყარო, სადაც მოიკლა წყურვილი და წამოიძახა:

ვიკიციტატა
„მდიდარი ჭაა!“

ამ ადგილმა სწორედ ასეთი გეოგრაფიული სახელწოდება მიიღო დონის მიწის პირველ გეოგრაფიულ რუკაზე, რომელიც შეიქმნა აზოვის აღების შემდეგ.

მდიდარი ჭის მახლობლად 1749 წელს დაარსდა ტემერნიკის საბაჟო, რომლის დაარსებითაც იწყება დონის როსტოვის ბიოგრაფია.

მდიდარი ჭის წყალს იყენებდნენ ჯარისკაცები, ოფიცრები და წმინდა დიმიტრი როსტოველის ციხესიმაგრის მაცხოვრებლები, ასევე უახლოესი სლობოდის, პოლუდენკის მოსახლეობა.

წყაროს მომავალში უწოდეს ბოგატიანოვის წყარო. მისგან სათავე აიღო პირველმა წყალსადენმა, რომელიც ქალაქში ააგეს 1860 წელს. 1920-იანი წლების შუა პერიოდიდან წყაროს წყალს მხოლოდ ტექნიკური მიზნებით გამოიყენებდნენ.

წყაროს სახელიდან მომდინარეობს ბოგატიანოვის პროსპექტის, ამჟამად ბოგატიანოვის აღმართის, სახელწოდება.

1988 წელს წყარო გამოაცხადეს ღირსსახსოვარ ადგილად, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ქალაქ დონის როსტოვის დაარსებასთან.

ქალაქის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით წყაროს გარშემო მდებარე ტერიტორია კეთილმოაწყვეს. გამოიყენეს XIX საუკუნის დასასრულის სამრეწველო არქიტექტურის ფორმები. წყაროსთან დაკიდეს მემორიალური დაფა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Волошинова В. Ф., Волошинова Л. Ф. 100 уникальных мест Ростовской области: Иллюстрированный справочник. Ростов-на-Дону: Ростиздат, 2011.-176 с., ил. ISBN 978-5-7509-0631-4

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]