მაჰონია
იერსახე
| მაჰონია | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Mahonia aquifolium | ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Mahonia | ||||||||||||||
| ||||||||||||||
მაჰონია, ჭყორფოთოლა (ლათ. Mahonia) — მცენარეთა გვარი კოწახურისებრთა ოჯახისა. გვარში 50-მდე (სხვა მონაცემებით 100№მდე) სახეობის მარადმწვანე ბუჩქი ან ტანდაბალი ხეა.
უმთავრესად გავრცელებულია ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში. რამდენიმე სახეობა გვხვდება აღმოსავლეთ აზიაშიც.
საქართველოში ინტროდუცირებულია 7 სახეობა, მეტწილად — ჭყორფოთოლა და იაპონური მაჰონია. ჩრდილოამერიკული ჭყორფოთოლა მაჰონია (ლათ. Mahonia aquifolia) მარადმწვანე ბუჩქია, რომლის სიმაღლე 1 მ აღწევს. აქვს მუქი მწვანე, შემოდგომით მოწითალო-ბრინჯაოსფერი ფოთლები, კაშკაშა ყვითელი ყვავილები და ლეგა ნაფიფქიანი მოლურჯო-მოშავო კენკრა ნაყოფი.
დეკორატიული მცენარეა. იყენებენ ბაღ-პარკების მშენებლობაში. მრავლდება თესლით, ფესვის ამონაყარით, მწვანე კალმებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სხიერელი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 525.