მაჰმუდ თარზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Mahmud Tarzi in 1920-square.jpg

მაჰმუდ თარზი (პუშტუ محمود طرزۍ‎ დ. 1865 — გ. 1933) — ავღანელი განმანათლებელი, ფილოსოფოსი, საზოგადო მოღვაწე, ახალგაზრდა ავღანელების ლიდერი, პოლიგლოტი, ფლობდა პუშტუს, ფარსის, თურქულ, არაბულ, ურდუსა და ფრანგულ ენებს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა პუშტუნი სარდლის ოჯახში. ანტიმონარქსიტული შეხედულებების გამო ავღანეთიდან გააძევა ამირა აბდურახმანმა. თავი შეაფარა ოსმალეთის იმპერიას, სადაც ცხოვრობდა 1901 წლამდე. ამირას გარდაცვალების შემდეგ, 1902 წელს ბრუნდება ავღანეთში და აგრძელებს პუბლიცისტურ და ჟურნალისტურ მოღვაწეობას. 1908 წელს ოსმალეთში მომხდარი ახალგაზრდა თურქების რევოლუციის შემდეგ იზიარებს იტიჰადისტების იდეოლოგიაას. ახლოს იყო ამირა ჰაბიბულას კართან. მისი ქალიშვილი ცოლად მოიყვანა ამირას მემკვიდრე ამანულამ. მისი რედაქტორობით დაიწყო გაზეთ „ახალი ამბების“ გამოცემა, რომელიც „ახალგაზრდა ავღანელების“ იდეების პროპაგანდას ეწეოდა. 1919 წელს ხელისუფლებაში მოდის ამანულა ხანი. თარზი იკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას. ეს პოსტი მას ეკავა 1919-21 და 1924-27 წლებში. მისი მინისტრობისას რსფსრ-მ სცნო ავღანეთის დამოუკიდებლობა. 1921 წლის თებერვალში. ხელმძღვანელობდა ავღანეთის სამშვიდობო დელეგაციას 1920 წელს მისურიში და 1921 წელს ქაბულში ბრიტანეთთან მოლაპარაკებებზე. მისი თაოსნობით გაიხსნა ავღანეთის საელჩოები ლონდონში, პარიზსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. 1922-24 წლებში იყო ავღანეთის ელჩი საფრანგეთში. ამანულა ხანის ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ იძულებული იყო ხანის ოჯახთან ერთად დაეტოვებინა ქვეყანა. თავს აფარებდა თურქეთს. გარდაიცვალა 1933 წელს. დაკრძალულია სტამბოლში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
Wikiquote-logo-ka.png
ვიკიციტატაში? არის გვერდი თემაზე: