მაღალი ტაუერნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მაღალი ტაუერნი
მაღალი ტაუერნის უმაღლესი წერტილი — გროსგლოკნერი
მაღალი ტაუერნის უმაღლესი წერტილი — გროსგლოკნერი
კოორდინატები: 47°10′ ჩ. გ. 12°30′ ა. გ. / 47.167° ჩ. გ. 12.500° ა. გ. / 47.167; 12.500
ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
უმაღლესი წერტილი გროსგლოკნერი
სიმაღლე 3798 
სიგრძე 110 კმ
მაღალი ტაუერნი — ავსტრია
მაღალი ტაუერნი

მაღალი ტაუერნი (გერმ. Hohe Tauern) — ქედი აღმოსავლეთ ალპებში. ვრცელდება ავსტრიის სამხრეთ ნაწილში. გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 110 კმ-ზე. მაქსიმალური სიმაღლე 3798 მ (გროსგლოკნერი, ავსტრიის უმაღლესი წერტილი). დამახასიათებელია ალპური ტიპის რელიეფის ფორმები. დასავლეთ ნაწილში არის მრავალრიცხოვანი კარული და ხეობის ტიპის მყინვარები. ჩრდილოეთი კალთებიდან სათავეს იღებენ მდინარე ზალცახის მარჯვენა შენაკადები, ხოლო სამხრეთი კალთებიდან — მდინარე დრავის მარცხენა შენაკადები. მაღალი ტაუერნის ღერძული ნაწილი აგებულია გრანიტებითა და გნაისებით. მთავარი ქედიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს მაღალი ტაუერნის ეროვნული პარკი (ფართობი დაახლოებით 1834 კმ²), რომელიც წარმოადგენს ალპების უდიდეს ნაკრძალს.

ქედი გადაკვეთილია 3 გვირაბით. ზღვის დონიდან 1800-2000 მ სიმაღლეზე გვხვდება წიწვოვანი ტყეები, უფრო მაღლა — ბუჩქნარები და მდელოები. ალპინისტების პოპულარული ადგილია. განვითარებულია სამთო-სათხილამური სპორტი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]