გროსგლოკნერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გროსგლოკნერი

გროსგლოკნერი

კოორდინატები: 47°04′29″ ჩ. გ. 12°41′42″ ა. გ. / 47.0748667° ჩ. გ. 12.695250° ა. გ. / 47.0748667; 12.695250

მდებარეობა კარინტია, ავსტრიის დროშა ავსტრია
სიმაღლე 3,798 მ
ქედი მაღალი ტაუერნი
პირველი ასვლა 1800 წლის 28 ივლისი, სეპ და მარტინ კლოტცები, მარტინ რეიჩერი და ორი სხვა
გროსგლოკნერი (ავსტრია)
Mountain sign.svg

გროსგლოკნერი (გერმ. Großglockner, სლოვენ. Veliki Klek) - ზღვის დონიდან 3,798 მეტრის სიმაღლით ის არის უმაღლესი მწვერვალი ავსტრიაში და ასევე ბრენერის უღელტეხილის აღმოსავლეთით მდებარე ალპებშიც. ის მონბლანის შემდეგ ყველაზე ცნობილი მთაა ალპებში.

გზა გროსგლოკნერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გროსგლოკნერის მაღალმთიანი გზა (Großglockner-Hochalpenstraße) ბრუკსა და ხაილიგენბლუტს შორის 1930-1935 წლებში ინჟინერ ფრანც ვალაკის ნახაზების მიხედვით აშენდა. ის გადის 2572 მეტრის სიმაღლეზე და წარმოადგენს ტურისტულ მარშრუტს, რომელსაც წელიწადში დაახლოებით 1,2 მილიონი ვიზიტორი ჰყავს.

ჯირო-დ-იტალია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გროსგლოკნერი ორჯერ იყო მამაკაცების ჯირო-დ-იტალიას ეტაპის მონაწილე. 1971 წელს იყო მე-17 ეტაპი, რომელიც პიერფრანკო ვიალენიმ მოიგო, ხოლო 2011 წელს იყო მე-13 ეტაპი რომელიც ხოსე რუხანომ მოიგო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვირტუალური პანორამები: