მაუზერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაუზერი

მაუზერ 1910
ტიპი პისტოლეტი
წარმომავლობის ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
წარმოების ისტორია
წარმოების პერიოდი 1896
მახასიათებლები
კალიბრი 7,63; 6,35; 9
მუშაობის პრინციპი ლულის მოკლე სვლისას ლულისა და საკეტის უკუცემის გამოყენება
დამიზნების მანძილი 100 მ
დატენვის სისტემა მუდმივი სავაზნე კოლოფი 6 და 10 ვაზნისათვის, აგრეთვე დამატებითი მისაბნევი სავაზნე კოლოფი 20 ვაზნისათვის

მაუზერი (გერმ. Mauser) — ერთ-ერთი პირველი მძლავრი ავტომატური პისტოლეტი; კალიბრი 7,63 მმ. მზადდება 1896 წლიდან კომპანია „მაუზერის“ მიერ. 1908 წლიდან მოდერნიზებულია. მაუზერით შეიარაღებული იყო ზოგიერთი არმია (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხოსლოვაკია და სხვა). მაუზერის მოქმედების პრინციპი დაფუძნებულია ლულის მოკლე სვლისას ლულისა და საკეტის უკუცემის გამოყენებაზე. ადრეულ პისტოლეტს ჰქონდა მუდმივი სავაზნე კოლოფი 6 და 10 ვაზნისათვის, აგრეთვე დამატებითი მისაბნევი სავაზნე კოლოფი 20 ვაზნისათვის. უშვებენ აგრეთვე 6,35, 9 და მეტი მმ კალიბრის მაუზერს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]