შინაარსზე გადასვლა

მასშტაბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მასშტაბი, ხაზთსადარი[1] (გერმ. Maßstab < Maß – ზომა და Stab – ჯოხი) — რუკაზე, გეგმაზე ან ნახაზზე მოცემული ხაზების სიგრძის შეფარდება ამ ხაზებით გამოხატულ ნამდვილ სიგრძესთან.[2] მასშტაბი ბუნებაში გაზომილი მონაკვეთების ქაღალდზე გამოხაზვის დროს შემცირების ზომაა. ცნობილია რიცხვითი, სახელდებული და ხაზვითი მასშტაბები. რიცხვითი მასშტაბი 1 : M წილადია, რომლის M მნიშვნელი გვიჩვენებს თუ რამდენჯერ უნდა შევამციროთ გაზომილი მანძილი ქაღალდზე გამოხაზვის დროს. სახელდებული ანუ განმარტებითია მასშტაბი, როდესაც მოცემული რიცხვითი მასშტაბის შესაბამისად ზომის გარკვეული სისტემისათვის სიტყვიერად მითითებულია თუ ერთ ერთეულს ქაღალდზე რამდენი ისეთივე ერთეული შეესაბამება ადგილზე. ხაზვით მასშტაბს ადგენენ მოცემული რიცხვითი მასშტაბის საფუძველზე.[3] ტერმინი „მასშტაბი“ ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება კარტოგრაფიაში, გეოდეზიასა და პროექტირებაში.

ხაზვითი მასშტაბებია: ხაზოვანი, სოლისებრი და განივი. ხაზოვანი მასშტაბი თანაბარ ნაწილებად დაყოფილი წრფის მონაკვეთია, რომელზედაც აღნიშნულია თუ რა მანძილი შეესაბამება ადგილზე ამ დანაყოფებს. სოლისებრ მასშტაბს უმთავრესად იყენებენ აეროფოტოსურათების შესაბამისი მანძილების განსასაზღვრავად. განივი მასშტაბი ხაზოვანი და სოლისებრი მასშტაბის შეერთებას წარმოადგენს.[3]

გამოსახულების მასშტაბი (ნახაზებზე არჩეულ უნდა იქნას შემდეგი რიგებიდან ერთ-ერთი):

მასშტაბის შემცირება1:2; 1:2,5; 1:4; 1:5; 1:10; 1:15; 1:20; 1:25; 1:40; 1:50; 1:75; 1:100; 1:200; 1:400; 1:500; 1:800; 1:1 000
ბუნებრივი სიდიდე1:1
მასშტაბის ზრდა2:1; 2,5:1; 4:1; 5:1; 10:1; 20:1; 40:1; 50:1; 100:1
მასშტაბირუკების მანძილიბუნებრივი მანძილიტიპური დანართი
1:1.0001 სმ10 მადგილის გეგმა
1:5.0001 სმ50 მბაზური რუკა
1:25.0001 სმ250 მსაგზაო რუკა
1:50.0001 სმ500 მსაველოსიპედო საგზაო რუკა
1:100.0001 სმ1 კმსაგზაო ატლასი
1:1.000.0001 სმ10 კმმსოფლიოს საერთაშორისო რუკა
1:80.000.0001 სმ800 კმმსოფლიოს რუკა
  1. ხაზთსადარი. იოს. ავალიშვილი თბილისი, 1917
  2. მასშტაბი - უცხო სიტყვათა ლექსიკონი
  3. 1 2 თევზაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983.  გვ. 486.