ადგილის გეგმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ადგილის გეგმადედამიწის ზედაპირის მცირე უბნის, ნაგებობის ან რაიმე საგნის ნახაზი, რომელიც შესრულებულია მსხვილ მასშტაბში და დეტალურ ინფორმაციას გადმოგვცემს. გეგმაზე ყველა საგანი პირობითი ნიშნებით გამოისახება. ამ ნიშნებს ტოპოგრაფიულ ნიშნებსაც უწოდებენ. ისინი დაწვრილებით აღწერენ გზებს, ტყეებს, შენობებს და სხვა. ადგილის გეგმებს ადგენენ ამა თუ იმ მიზნებისათვის სათანადო წვლილადებით, ჰორიზონტალური გეგმის შედგენის დროს წვლილადებია დედამიწის ხილულ ზედაპირზე არსებულ ბუნებრივ (მთა, ტყე, ტბა და სხვა) და ეკონომიკური (სამრეწველო ნაგებობანი და ა. შ.) ელემენტთა კონტურები. ტოპოგრაფიულ გეგმაში კონტურების გარდა წვლილადებია რელიეფის ელემენტებიც. ადგილის გეგმის მარკშაიდერული წვლილადები კი — ყველა ის ბუნებრივი და ეკონომიკური ელემენტი, რომელიც დაკავშირებულია წიაღისეულის დამუშავებასთან.

ადგილის გეგმის შესადგენად (გამოსახაზად) იყენებენ ძირითადად ორ მეთოდს:

  1. ადგილზე ჩატარებული გაზომვა, რასაც აგეგმვა ეწოდება;
  2. აეროფოტოსურათების გაზომვა, რასაც ფოტოგრამმეტრია ეწოდება.

გამომდინარე დანიშნულებიდან, ადგილის გეგმას სხვადასხვა მასშტაბი გააჩნია: დაწყებული 1:1000 - 1:5000 ჩათვლით. უფრო მსხვილმასშტაბიანი გეგმები (მ < 1:500), როგორც წესი გამოიყენება სამშენებლო პროექტებში (მაგ. მშენებლობის სანებართვო დოკუმენტაციაში საქართველოში [1]). მათ ეწოდებათ მიწის ნაკვეთის გეგმა.[2] 1:5000 მასშტაბი წარმოადგენს გარდამავალ შეფარდებას „საყრდენი რუკისკენ“ (Grundkarte გერმანიაში) ან საბაზისო რუკისკენ (საქართველოში, Basiskarte ავსტრიაში), რომელიც მთლიანად ფოტოგრამმეტრულად მიიღება. უფრო წვრილმასშტაბში კი (1:10,000 ან 1: 25,000) გეგმა მოიხსენიება როგორც ტოპოგრაფიული რუკა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]