მეჰაბადის რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეჰაბადის რესპუბლიკა
كوماری مهاباد

Komarî Mehabad
რესპუბლიკა


22 იანვარი16 დეკემბერი 1946
დროშა გერბი

ირანის რუკაზე
დედაქალაქი მეჰაბადი
ენა ქურთული
მმართველობის ფორმა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
პრეზიდენტი
 -  ყაზი მუჰამედი

მეჰაბადის რესპუბლიკა (ქურთ. Komarî Mehabad, სპარს. جمهوری مهاباد) — ქურთული სახელმწიფო, რომელიც არსებობდა ირანის ქურთისტანის ტერიტორიაზე 1946 წლის 22 იანვრიდან 16 დეკემბრამდე. რეგიონის დედაქალაქი იყო მეჰაბადი. ტერიტორიულად მდებარეობდა ირანის დღევანდელი ორი ოსტანის ქურთისტანისა და დასავლეთ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. მეჰრაბადის რაიონი ასევე ცნობილია, როგორც „მუყრის ქურთისტანი“.

ირანის ოპერაციის დროს 1941 წელს წითელმა არმიამ ხელში ჩაიგდო ირანის ქურთისტანი და განდევნა სპარსელები, ხოლო შემდეგ კი ჩრდილოეთით გადაინაცვლა. როდესაც პრაქტიკულად ეს ტერიტორია „ნეიტრალურ ზონაში“ დარჩა. იმ დროს მეჰაბადში მმართავი სულიერი პირი ყაზი დაუკავშირდა ქურთულ პარტიას „ჟიინა ქურდსტანე“ („ქურთისტანის ცხოვრება“) და მათ შექმნეს „ქურთისტანის სახალხო რესპუბლიკა“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]