მასმედია ყაზახეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მასმედია ყაზახეთში (ყაზახურად: Қазақстанның республикасы бұқаралық ақпарат құралдары, Qazaqstannyń respýblıkasy buqaralyq aqparat quraldary) წარმოადგენს მასმედიის საშუალებების ერთობლიობას, რომელიც დაფუძნებულია ყაზახეთის რესპუბლიკაში. ყაზახეთის მედია არის საჯარო ინფორმაციის გადმომცემი სააგენტოების ნაკრები. ყაზახეთის კონსტიტუცია იძლევა პრესის თავისუფლების გარანტიას, თუმცა, კერძო და ოპოზიციური მედია ექვემდებარება ცენზურას. 2004 წელს "ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციამ" მედიისადმი მუქარის შემცველი მზარდი შემთხვევების იდენტიფიცირება შეძლო, ხოლო 2012 წელს ხელისუფლებამ ბრძანება გასცა, რომ რამდენიმე ოპოზიციური მედია საშუალება დახურულიყო "ექსტრემიზმის" ხელშეწყობის ბრალდებით.

ყველა მედია საშუალება ვალდებულია დარეგისტრირდეს "კულტურის, საინფორმაციო და სპორტის სამინისტროში", ვებ-გვერდების გამოკლებით.

გაზეთები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი პუბლიკაციები, რომლებიც უმეტესად მთავრობის მხარდაჭერით შემოფარგლებიან. ხელისუფლების წარმომადგენლები მართავენ ეროვნულ ენაზე (ყაზახურად) დაბეჭდილ გაზეთებს და, ასევე, ერთადერთ რეგულარულ ეროვნულ რუსულ ენაზე მოქმედ გაზეთს (რუსული არის თურქი ხალხების საერთაშორისო ენა საბჭოთა კავშირის ყოფილ ტერიტორიებზე). ქვეყანაში ფუნქციონირებს 990 კერძო გაზეთი და 418 კერძო ჟურნალი. ოპოზიციის მხარდამჭერი გაზეთები კი აწყდებიან შეურაცხყოფასა და სასამართლო დავებს.

ონლაინ ახალი ამბების ვებ-გვერდებია:

  • Nursultan News
  • Aikyn
  • Liter (newspaper)
  • Kapital (website)
  • Tengri News (Kazakh news)
  • Young Alash
  • Business.kz
  • Kazakhstan Trust
  • Nur.kz

დაშინება და ხელისუფლების დაკვეთით მედია-საშუალებების დახურვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"რესპუბლიკა", ალბათ, არის მთავარი ოპოზიციური გამოცემა. მისი ნომრების ნაწილი იბეჭდებოდა, როგორც "რესპუბლიკის ხმა".

ბეჭდური პრესის მფლობელებმა უარი თქვეს თავიანთი გაზეთის გამოცემაზე მას შემდეგ, რაც 2001 წლის ნოემბერში მთავრობის წარმომადგენელი წარუმატებლად ეცადა "რესპუბლიკის" საკონტროლო პაკეტის შეძენას[1] (გამოცემის ერთ-ერთმა მფლობელმა ადამიანის ჩონჩხი იპოვა თავისი კარის ზღურბლზე).[1]

2002 წლის მარტის შუა რიცხვებში, სასამართლომ გამოსცა ბრძანება, რომ ამ გაზეთის გამოცემა შეწყვეტილიყო სამი თვით, რაც თავიდან აიცილა კომპანიამ გაზეთის სხვა სახელწოდებით გამოცემის წყალობით, როგორიცაა "არა ეს რესპუბლიკა".[1]

სხვა ვითარებაში, "რესპუბლიკის" შენობაზე იპოვეს ჩამოკიდებული თავმოჭრილი ძაღლი, რომელსაც მიმაგრებული ჰქონდა სახრახნისი და ეწერა, რომ "აღარ იქნებოდა შემდეგი ჯერი",[2] ხოლო ძაღლის თავი მიტოვებული იყო ირინა პეტრუშოვას სახლთან.[3] სამი დღის შემდეგ, გაზეთების ოფისებს ცეცხლი წაუკიდეს და მთლიანად დაწვეს.[4] ივლისში, პეტრუშოვას მიუსაჯეს 18 თვიანი პატიმრობა გადასახადების საქმეზე, მაგრამ მას არ დაუწყია სასჯელის მოხდა, რადგან მოსამართლემ განაცხადა, რომ ამ საქმეს ამნისტია შეეხო[5] (პეტრუშოვამ საბოლოოდ დატოვა ქვეყანა და გაემგზავრა რუსეთში, სადაც ინტერნეტის საშუალებით განაგრძო თავისი საქმიანობა. მან ეს გააკეთა თავისი ოჯახის უსაფრთხოებისთვის).[2] მას, თავისი საქმიანობის აღიარებისთვის, 2002 წელს აშშ-ში დაფუძნებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გადასცა "საერთაშორისო პრესის თავისუფლების ჯილდო".[4]

2005 წლის მაისში, ყაზახეთის ინფორმაციის მინისტრმა ბრძანება გამოსცა გაზეთის დახურვის შესახებ იმ ბრალდებით, რომ ის აღვივებდა ეთნიკურ შუღლს, რადგან გამოაქვეყნა ინტერვიუ რუს პოლიტიკოსთან, სადაც ეს უკანასკნელი დამამცირებლად მოიხსენიებდა ეთნიკურ ყაზახებს. გაზეთის რედაქტორის მოადგილე, გალინა დირდინა ამტკიცებდა, რომ გამოცემის დახურვა პოლიტიკურად იყო მოტივირებული და ფიცი დადო, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა.[6] გაზეთმა განაგრძო თავისი საქმიანობა სხვადასხვა სახელწოდების ქვეშ.[7]

2012 წლის ნოემბერში, "მანგისტაუს გამოსვლების" თარიღის აღნიშვნამდე გარკვეული პერიოდით ადრე, ყაზახი ხელისუფლების წარმომადგენელბი კიდევ ერთხელ შევიდნენ და შეამოწმეს "რესპუბლიკის" ოფისი და შეაჩერეს მისი გამოცემა იმ დროს, როცა კრიმინალურ საქმეზე ვერდიქტი ჯერ კიდევ არ იყო გამოცხადებული.[8] [9] 21 ნოემბერს, პროკურორებმა "ექსტრემიზმის პროპაგანდის" ბრალდებით მოითხოვეს "რესპუბლიკის" აკრძალვა, რომელიც, ამავდროულად, მოიცავდა მისი ქოლგის ქვეშ მოქმედ 8 გაზეთსა და 23 ინტერნეტ ვებ-გვერდს. აკრძალვა, აგრეთვე, შეეხო გაზეთს "ვზგლიად" და მის ინტერნეტ ვებ-საიტს.[10] "რეპორტიორები საზღვრებს გარეთ" ამბობდა, რომ ეს იყო "საბაბი" და ის დაასრულებდა პლურალიზმს ყაზახეთში.[10] ერთი თვის შემდეგ, აკრძალვის ბრძანება გაიცა.[11]

ჟურნალი და ორი სხვა გაზეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვა მედია-საშუალებებმა, ასევე, გამოსცადეს სირთულეები 2012 წლის ნოემბერში, ყაზახეთში მედიის წინააღმდეგ დაწყებული საქმის დროს; Altyn Tamyr, Tortinshi Bilik და DAT (თავისი ვებ-გვერდით - dat.kz) მიუწვდომელი გახდა 2012 წლის დეკემბრისთვის.

საერთაშორისო რეაქცია ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს "საერთაშორისო პრესის ინსტიტუტმა" მთავრობას მოუწოდა გამოეძიებინა ულარბეკ ბაითაილაქზე თავდასხმა, რომელიც იყო ოპოზიციური მედიის DAT-სა და Tortinshi Bilik-ში მომუშავე ჟურნალისტი და "ყაზახეთის ეროვნული არქივის" თანამშრომელი.[12] "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა" მოწოდება გააკეთა მაქსიმ კარტაშოვისა და ულარბეკ ბაითაილაქზე თავდასხმების გამოძიების დაწყების შესახებ.[13]

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Qazaqstan არის ყაზახეთის სახელმწიფო სატელევიზიო არხი. სახელმწიფო მასშტაბის სხვა სატელევიზიო სადგურები არის Khabar და Yel Arna.

Gakku TV და Toi Duman არის მუსიკალური არხები, რომლებიც მიძღვნილია მხოლოდ მუსიკალური პროდუქციის გაშუქებაზე ყაზახეთში.

ფუნქციონირებს 116 კერძო სატელევიზიო არხი, მათ შორის, Channel 31, KTK და "ევრაზიის პირველი არხი".

რადიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო მფლობელობაში არსებული "ყაზახეთის რადიო" მაუწყებლობს ოფიციალურ და რუსულ ენებზე. კერძო სადგურების დიდი რაოდენობა, ასევე, არის ხელმისაწვდომი, მათ შორის, "ევროპა პლუსი", (რუსული რადიო), Hit FM, Radio Azattyq და Radio Karavan.

მედია ვებ-გვერდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანას 2011 წელს ჰყავდა 5,4 მილიონი ინტერნეტ-მომხმარებელი.[14] აქედან "Twitter-ის, Facebook-ის და Youtube-ის აუდიტორიის წილი არის 0,4%-ზე ნაკლები",[14] როგორც 2012 წელს BBC-მ განაცხადა.

ონლაინ გამოცემების ცენზურა გახდა რუტინული და თვითნებური.

2003 წელს,[15] მთავრობამ სახელმწიფო სატელეკომუნიკაციო კომპანიას "ყაზახეთის ტელეკომი" უბრძანა, რომ შეეზღუდა წვდომა რამდენიმე ათეულ "ექსტრემისტულ" ვებ-გვერდთან. ეს ვებ-საიტები, ან მხარს უჭერდნენ ოპოზიციას, ან ნეიტრალურად აშუქებდნენ ახალ ამბებს.

2009 წლის ივლისში, მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ინტერნეტის შესახებ კანონში, რომელიც, ზოგიერთი კრიტიკოსის მტკიცებით, მეტისმეტად მკაცრი იყო. კანონმა ინტერნეტი დაუქვემდებარა გამოხატვის შესახებ არსებულ კანონებს, როგორც სამართალდარღვევას. მან, ასევე, გააფართოვა "აკრძალული მედია საკითხების" ფარგლები, როგორიცაა, მაგალითად, საარჩევნო კამპანიის გაშუქება.[16]

2011 წელს შემუშავებული სამაუწყებლო კანონის მიზანი იყო ნაციონალური მედიის შიგთავსის გაუმჯობესება და მისი "დაცვა" გარეშე ზეგავლენისგან. მთავრობის აზრით, კანონი "აღმოფხვრიდა შიგთავსის დაბალ ხარისხს, რომელიც ფსიქოლოგიურ და ემოციურ ზიანს აყენებდა მაყურებელს".[16]

2011 წლის მონაცემებით, ქვეყანას ჰყავს 5,4 მილიონი ინტერნეტ-მომხმარებელი, საიდანაც 362 000 პიროვნება იყენებს Facebook-ს.

ყოფილი მედია ვებ-გვერდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Guljan.org

სასამართლო დავები მთავრობის მოსარჩელეებისა და მედიის დამცველების მონაწილეობით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის ნოემბერში, Google-ის, Facebook-ის, Twitter-ისა და LiveJournal-ის წინააღმდეგ ყაზახმა პროკურორებმა სარჩელი შეიტანეს სასამართლოში იმ მიზნით, რომ დაეხურათ ოპოზიციური მედია-საშუალებები. პროკურორები მოითხოვდნენ, რომ ამ ვებ-საიტებს შეეწყვიტათ ყაზახური ოპოზიციური წყაროებიდან მასალების გამოქვეყნება.

მომდევნო თვეში, ქალაქ ალმათიში გამართულმა სასამართლომ გამოსცა განკარგულება, რომ სატელევიზიო არხები Stan TV და K+ და გაზეთები, როგორებიცაა Vzglyad და "რესპუბლიკა", უნდა დახურულიყო მათი "ექსტრემისტული" ხედვების გამო. ეს ის მედია-საშუალებები იყვნენ, რომლებიც რეპორტაჟებს აკეთებდნენ 2011 წლის "მანგისტაუს გამოსვლების" შესახებ.[17]

სასჯელი საინფორმაციო სააგენტოს ცილისწამებისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულ უფრო და უფრო მეტი ცენზურა წესდება სამოქალაქო სამართლებრივი ქმედებების თვალსაზრისით, როგორიცაა ცილისწამებლური სარჩელები. 2005 წლის 13 ივნისს ქალაქ ალმათის სასამართლომ ყოფილი ინფორმაციის მინისტრი, ალტინბეკ სარსენბაევი (ოპოზიციური ლიდერი, რომელიც მოკლეს 2006 წლის იანვარში) დაავალდებულა, რომ გადაეხადა 1 მილიონი ყაზახური ტენგე (7 500$) იმ ზიანისთვის, რაც ცილისწამებით მიაყენა Khabar-ის საინფორმაციო სააგენტოს. სარსენბაევს, ასევე, დააკისრეს უკან წაეღო ის კომენტარები, რომელიც გააკეთა ოპოზიციური გაზეთისთვის "რესპუბლიკა" მიცემულ ინტერვიუში. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ Khabar-ი იყო დარიგა ნაზარბაევის კონტროლის ქვეშ მყოფი მონოპოლისტური მედია-ჰოლდინგი. ეს საქმე 2004 წლის არჩევნების შემდეგ სარსენბაევის გადადგომას მოჰყვა, როცა მან განაცხადა, რომ "არჩევნები იყო არასამართლიანი, სამარცხვინო და გაუმჭვირვალე; ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მათ დასაწყისიდანვე არ სურდათ წესიერი არჩევნების ჩატარება".

მედიასთან დაკავშირებული სამართლებრივი კოდექსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მედია-მონიტორინგის ჯგუფებმა, როგორიცაა Article 19, შეშფოთება გამოთქვეს მთავრობის სვლების გამო, რომელიც უკანასკნელ ათწლეულებში მიმართული იყო ოპოზიციის გაჩუმებისკენ.[18] ყაზახეთში მედიასთან დაკავშირებულ კანონებში ბოლოს შეტანილი ცვლილებების სამიზნე იყო არასამთავრობო მედია-საშუალებები. მთავრობის წარმომადგენლების კრიტიკა იწვევდა საჩივრის შეტანას სასამართლოში, ხოლო ახალი კანონები "ექსტრემიზმის" წინააღმდეგ გამოიყენებოდა ოპოზიციური მედია-საშუალებების დასახურად.

ოპოზიციური წყაროს Adil Soz თანახმად, ყაზახეთის სამართლებრივი კოდექსი მკაცრია, როცა საქმე ეხება ცილისწამებას და ზოგიერთ შემთხვევაში, ცილისწამებას მართებულადაც კი მიიჩნევს. "პიროვნებამ უნდა მიიღოს კომპენსაცია მის მიმართ გამოთქმული მოსაზრების გამო, რომელიც სწორია, თუმცა მის რეპუტაციას ზიანს აყენებს - მაგალითად, მთავრობის წარმომადგენელი, რომელიც ბრალდებულია ძალადობაში, კომპენსაციას მიიღებს მაშინაც კი, თუ მის მიმართ გამოთქმული ზიანის მომტანი მოსაზრება სწორია". ეს, ასევე, ნიშნავს, რომ "ინტერნეტ სერვის პროვაიდერს" შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა "უნებლიედ ინტერნეტში გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ ინფორმაციასთან წვდომის უზრუნველყოფის გამო".[18]

ევრაზიული მედია-ფორუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"ევრაზიული მედია-ფორუმი" არის ყოველწლიური სადისკუსიო პლატფორმა, რომელიც თავს უყრის 60 ქვეყნიდან წამოსულ 600-ზე მეტ დელეგატს. პირველი "ევრაზიული მედია-ფორუმი" ჩატარდა 2002 წელს ასტანაში და მისი მიზანი იყო ყველაზე კრიტიკული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური საკითხების შესახებ დისკუსიების დაწყება.[19]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Wines 2012.
  2. 2.0 2.1 Hiatt, Fred (25 November, 2012). "Truth-Tellers in a Time of Terror". The Washington Post.  – via HighBeam Research (subscription required). დაარქივებული ორიგინალიდან. - 11 June, 2014. ციტირების თარიღი: 21 September, 2012.
  3. Taukina, Rozlana (11 July, 2012). "Police make arrests in firebombing attack on Kazakh newspaper office". Associated Press  – via HighBeam Research (subscription required). დაარქივებული ორიგინალიდან. - 11 June, 2014. ციტირების თარიღი: 21 September, 2012.
  4. 4.0 4.1 "2002 Awardee: Irina Petrushova". Committee to Protect Journalists. ციტირების თარიღი: 9 June, 2011.
  5. "Editor of independent Kazakh newspaper sentenced to prison, then amnestied, for alleged business violations". Associated Press  – via HighBeam Research (subscription required). 4 July, 2002. დაარქივებული ორიგინალიდან. - 11 June 2014. ციტირების თარიღი: 21 September, 2012.
  6. "Kazakhstan: country profile. Recent developments". European commission, external relations. 2005. დაარქივებული ორიგინალიდან. - 5 August, 2006. ციტირების თარიღი: 21 March, 2006.
  7. "Kazakhstan: The News Weekly That Won't Be Silenced". Eurasianet. 29 March, 2011. დაარქივებული ორიგინალიდან. - 25 January, 2013. ციტირების თარიღი: 21 September, 2012.
  8. "Opposition newspapers convicted before court rules on case". Reporters Without Borders. (Link is not available at the moment). 4 December, 2012. ციტირების თარიღი: 17 December, 2012.
  9. Al Jazeera English: Kazakh media fights against new restrictions on YouTube.
  10. 10.0 10.1 Solovyov, Dmitry; paxton, Robin (21 November, 2012). "Kazakhstan in move to ban opposition parties and media". Reuters. ციტირების თარიღი: 14 November, 2020.[dead link]
  11. Lillis, Joanna (25 December, 2012). "Kazakhstan: Court Bans Outspoken Newspaper amid Political Crackdown". Eurasianet. ციტირების თარიღი: 14 November, 2020.
  12. "Kazakh journalist hospitalised after attack". International Press Institute. 9 August, 2012. დაარქივებული ორიგინალიდან. - 18 August, 2012. ციტირების თარიღი: 28 December, 2012.
  13. "Two journalists brutally beaten in Kazakh capital". Committee to Protect Journalists. 14 August, 2012. ციტირების თარიღი: 28 December, 2012.
  14. 14.0 14.1 Kazakhstan country profile.
  15. "Spreading the Word on the Internet" (PDF).
  16. 16.0 16.1 "Konrad Adenauer Stiftung Asia". დაარქივებული ორიგინალიდან. - 5 March, 2016. ციტირების თარიღი: 5 January, 2013.
  17. Mukhametrakhimova, Saule (February 28, 2013), "Kazakstan: Free Speech in Danger", Institute for War and Peace Reporting. (Link is not available at the moment).
  18. 18.0 18.1 Kazakhstan: Civil Code Restrictions on Freedom of Expressions დაარქივებული 2023-04-19 საიტზე Wayback Machine. (PDF), ARTICLE 19, July 2012.
  19. "Eurasian Media Forum". eamedia.org.