მარშანცია
იერსახე
| მარშანცია | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Marchantia polymorpha | |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Marchantia | |||||||||||||||
| |||||||||||||||
მარშანცია (ლათ. Marchantia) — მცენარეთა გვარი ღვიძლის ხავსების დანაყოფში. აქვს მწვანე, მიწაზე გართხმული სხეული (თალუსი), რომლის სიგრძე 10 სმ, სიგანე — 1-2 სმ აღწევს. ნიადაგს რიზოიდებით ემაგრება. ანთერიდიუმი და არქეგონიუმი სხვადასხვა მცენარეზე ვითარდება. მრავლდება სპორებით; ახასიათებს თაობათა მორიგეობა. ვეგეტატიურად მრავლდება ჩეკია კვირტებით.
ყოფილ სსრკ-ში მარშანციას 2 სახეობა გვხვდება. ფართოდაა გავრცელებული Marchantia polymorpha. იგი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ნოტიო ადგილებში თითქმის ყველგან იზრდება. მეორე სახეობა — Marchantia paleacea — მხოლოდ დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩიქოვანი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 472.