მარტივი ნივთიერება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნახშირბადის ორი ალოტროპული ფორმა
გრაფიტი, მარტივი ნივთიერება
დაუმუშავებელი ბრილიანტი, მარტივი ნივთიერება

მარტივი ნივთიერება — ნივთიერება, რომელიც შედგება ერთი ქიმიური ელემენტის ატომებისაგან. ჟანგბადი, წყალბადი, რკინა, გოგირდი მარტივი ნივთიერებებია.

ლითონები და არალითონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარტივი ნივთიერებები იყოფიან ლითონებად და არალითონებად.

  • ყველა ლითონს აქვს არამოლეკულარული აღნაგობა, ამიტომ ამჟღავნებენ ბევრ საერთო თვისებებს. ლითონები კარგად ატარებენ ელექტრო დენს და სითბოს, ბევრი მათგანი პლასტიკურია: ადვილად ჭედვადნი, ბრტყელდებიან ფირფიტად, იწელებიან მავთულად. ლითონების უმრავლესობას არის ნაცრისფერი ან მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი. გამონაკლისს წარმოადგენს ოქრო და სპილენძი. ასევე ხასიათდებიან ლითონური ბზინვარებით.
  • არალითონებს შეიძლება ჰქონდეთ როგორც მოლეკულარული ასევე არამოლეკულარული აღნაგობა. ისინი ცუდად ატარებენ სითბოს და ელექტრო დენს, არიან მყიფენი და აქვთ სხვა და სხვა ფერი. ასე მაგალითად: ფოსფორი არის - წითელი, გოგირდი - ყვითელი, გრაფიტი - შავი, წყალბადი - უფეროა.

მკვეთრი ზღვარი ლითონებსა და არალითონებს შორის არ არის. ზოგი არალითონი ამჟღავნებს ლითონის თვისებებს, ხოლო ლითონები - არალითონების. მაგალითად, გრაფიტი ატარებს ელექტრო დენს, ხოლო სტიბიუმი - მეტად მყიფე ლითონია.

მარტივი ნივთიერებები - ლითონები და არალითონები - ეს არის ელემენტების თავისუფალ მდგომარეობაში არსებობის ფორმა. უმრავლეს შემთხვევაში მარტივ ნივთიერებებს იგივე სახელი აქვთ რაც ქიმიურ ელემენტევებს. ასე მაგალითად მარტივ ნივთიერებას ქლორს ქმნის ქიმიური ელემენტი ქლორი და მარტივ ნივთიერებას მაგნიუმს ქმნის ქიმიური ელემენტი - მაგნიუმი. მაგრამ საჭიროა განისხვავოს ერთმანეთისაგან მარტივი ნივთიერება და ქიმიური ელემენტი, არ შეიძლება ქიმიური ელემენტის თვისებები მიეწეროს მარტივ ნივთიერებას. თუ კი საუბარია მაგალითად ქლორზე როგორც მოყვითალო-მომწვანო აირზე ჩვეულებრივ პირობებში, რომელიც იხსნება წყალში და აქვს მკვეთრი სუნი არის - მარტივი ნივთიერება. ხოლო როცა საუბარია ქლორზე რომელიც მარილმჟავას ან რომელიმე რთული ნივთიერების შემადგენლობაში შედის, ეს არის ქლორი - როგორც ქიმიური ელემენტი.

ალოტროპული მოდიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახშირბადის სხვადასხვა მოდიფიკაციის აღნაგობის სქემები
a: ალმასი, b: გრაფიტი, c: ლონსდეილიტი
d: ფულერენ-ბუკიბოლი C60, e: ფულერენი C540, f: ფულერენი C70
g: ამორფული ნახშირბადი, h: ნახშირბადის ნონამილაკი

ერთი და იგივე ქიმიერ ელემენტს უმეტეს წილად შეუძლია შექმნას მარტივი ნივთიერების რამდენიმე ტიპი (ალოტროპია) რომლებსაც ალოტროპული მოდიფიკაცია ეწოდება. ალოტროპიის მოვლენა შეიძლება აიხსნას აღებული ელემენტის მოლეკულათა სხვა და სხვა შემადგენლობით ან მოლეკულების (ატომების) სხვადასხვაგვარი აღნაგობით კრისტალებში [1] (ფორმის ალოტროპია). ელემენტის უნარი შექმნას ალოტროპული მოდიფიკაცია გამოწვეულია ატომის აღნაგობით, რასაც განსაზღვრავს ქიმიური კავშირების ტიპები, მოლეკულათა და კრისტალების [2] აღნაგობით

ცნებათა დამოკიდებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღსანიშნავია რომ ატომის, ქიმიური ელემენტის და მარტივი ნივთიერების ცნებების არევა არაა მიზანშეწონილი. ატომი - არის კონკრეტული ცნება, რადგან ატომები არსებობენ რეალურად. ქიმიური ელემენტი - ეს არის კრებადი ცნება, აბსტრაქტული ცნება; ბუნებაში ქიმიური ელემენტი არსებობენ თავისუფალ ან ქიმიური ბმულებით დაკავშირებულ ატომებად, ანუ მარტივ და რთულ ნივთიერებებად. ასევე საჭიროა განისხვავოს მარტივი ნივთიერების თვისებები (დამახასიათებლები) (ნაწილაკთა ერთობლიობა) და ქიმიური ელემენტის თვისებებს (მახასიათებლები) (გარკვეული ტიპის იზოლირებული ატომები):


ქიმიური ელემენტების და მარტივი ნივთიერებების შედარებითი დახასიათება
ქიმიური ელემენტის დახასიათება მარტივი ნივთიერების დახასიათება
ატომური ნომერი შეფერილობა
შეფარდებითი ატომური მასა სუნი
იზოტოპური შემადგენლობა ელექტროგამტარობა
ბუნებაში გავრცელება თბოგამტარობა
მდებარეობა პერიოდულ სისტემაში ხსნადობადობა
ატომის აღნაგობა სიმტკიცე
იონიზაციის ენერგია დუღილის ტემპერატურა
ელექტრონთან მსგავსობა დნობის ტემპერატურა
ელექტროუარყოფითობა სიბლანტე
დაჟანგვის ხარისხი მოლური მასა
ვალენტობა ოპტიკური თვისებები
ალოტროპული მოდიფიკაცია მაგნიტური თვისებები
ქიმიური ნიშანი ქიმიური ფორმულა
და სხვა და სხვა

ქიმიური ელემენტისა და შესაბამისი მარტივი ნივთიერების სახელები ხშირად ემთხვევა. მაგრამ არის გამონაკლისები მაგალითად ჟანგბადის ალოტროპული მოდიფიკაციის სახელებია - ჟანგბადი (დიჟანგბადი O2 ) და ოზონი; ნახშირბადის - ალმასი, გრაფიტი, კარბინი, ფულერენი. ყოველ ქიმიურ ელემენტს აქვს თავისი პირობითი ნიშანი - ქიმიური ნიშანი (სიმბოლო). მაგრამ O არის მხოლოდ ელემენტის ჟანგბადის ნიშანი, ხოლო ნივთიერებას ჟანგბადს აქვს ფორმულა - O2

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბურინსკაია ნ.ნ., ქიმია, კიევი, გამ. ირპენი,1997

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კნუნიანცი ი.ლ. ქიმიური ენციკლოპედია:5ტ, მ.: საბჭოთა ენციკლოპედია, 1988, ტ.1. ფ-361-623
  2. ახმეტოვი ნ.ს. საერთო და არაორგანული ქიმია-მ. უმაღლესი სკოლა, გამ. აკადემია, 2001 - ფ.253-269. -743