მარსილიუს პადუელი
იერსახე
მარსილიუს პადუელი (დ. 1275 — გ. 1342) — იტალიელი პოლიტიკური მოაზროვნე, ქალაქის ზედაფენის იდეოლოგი. მარსილიუს პადუელმა შუა საუკუნეებში ერთ-ერთმა პირველმა წამოაყენა საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიის საფუძველზე სახელმწიფოს შექმნის იდეა. ამტკიცებდა, რომ საერო ხელისუფლება სასულიეროზე მაღლა იდგა. მონარქია მაიჩნდა სახელმწიფოს საუკეთესო ფორმად. პაპობის კრიტიკისა და ლუდვიგ IV ბავარიელისთვის აშკარა მხარდაჭერის გამო 1327 წელს პაპმა მარსილიუს პადუელი ეკლესიისაგან განკვეთა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 455.