მარკეტა გრეგოროვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარკეტა გრეგოროვა (დ. 14 იანვარი, 1993, მოსტი, ჩეხეთი) — ჩეხი პოლიტიკოსი, რომელიც აირჩიეს ევროპარლამენტის წევრად 2019 წლის არჩევნებში. ის წარმოადგენს ჩეხეთის მეკობრეების პარტიას . [1] გრეგოროვა არის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიცე-თავმჯდომარე, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტისა და საგარეო ჩარევების სპეციალური კომიტეტის წევრი, რომელიც მუშაობს დეზინფორმაციასა და სხვა ნებისმიერი საგარეო ჩარევის საკითხებზე ევროკავშირის მასშტაბით.

ადრეული სამუშაო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრეგოროვა მარსელ კოლაიასთან ერთად 2019 წლის ევროპის არჩევნების კამპანიის დროს

გრეგოროვა 2014 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში მესამე რეიტინგული კანდიდატი იყო, მაგრამ არ აირჩიეს. [2] ის არის ევროპის მეკობრეების პარტიის პრეზიდენტი 2018 წლის დეკემბრიდან [3]

ევროპარლამენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრეგოროვამ ერთობლივად შექმნა 2019 წლის საერთო საარჩევნო პროგრამა ევროპული მეკობრე პარტიებისთვის, რომელსაც თებერვალში ხელი მოეწერა ლუქსემბურგში. გრეგოროვა ევროპარლამენტის წევრად, 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში მეკობრეთა პარტიის სიის მეორე ნომრად მოხვდა. [4]

მის პრიორიტეტებს შორის არის ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გამჭვირვალობა, მაგალითად როგორიცაა ტრანსატლანტიკური ვაჭრობა და საინვესტიციო პარტნიორობა (TTIP), ასევე ევროკავშირის ჩართულობა კონფლიქტის ზონებში იარაღით ვაჭრობა. [5]

კომიტეტების წევრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრეგოროვა არის ევროპარლამენტის შემდეგი კომიტეტების წევრი: [6]

  • ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, ვიცე-თავმჯდომარე
  • ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტი
  • საგარეო ჩარევების სპეციალური კომიტეტი ევროკავშირის ყველა დემოკრატიულ პროცესში, მათ შორის დეზინფორმაციის საკითხები
  • დელეგაცია ევროკავშირ-სომხეთის საპარლამენტო პარტნიორობის კომიტეტში, ევროკავშირ-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტში და ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]