მარი ბროსეს ქუჩა
იერსახე
მარი ბროსეს ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | კრწანისის რაიონი |
ისტორიული რაიონი | გარეთუბანი |
წინა სახელები | დიდი წყალსაზიდი ქუჩა |
მარი ბროსეს ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (გარეთუბანი); რევაზ ლაღიძის ქუჩიდან სიმონ ვირსალაძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის I ნახევარში. დააპროექტა მიწისმზომელმა ტოვარნიცკიმ 1833–1835 წლებში. 1902 წლამდე წარმოადგენდა დიდი წყალსაზიდი ქუჩის (ახლანდელი რევაზ ლაღიძის ქუჩა) ნაწილს. 1902 წელს, მარი ბროსეს დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის ინიციატივით, ქუჩის ამ მონაკვეთს მარი ბროსეს სახელი ეწოდა (თბილისში ყოფნის დროს იგი ამ ქუჩაზე ცხოვრობდა). აქვს 1 ჩიხი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 36, ISBN 978-99928-20-35-3.