მარია ულფა სანტოსო
მარია ულფა სანტოსო | |
---|---|
ინდონ. Maria Ulfah Santoso | |
| |
დაბადების თარიღი | 18 აგვისტო, 1911 |
დაბადების ადგილი | Serang, Bantam Residency, ჰოლანდიის ოსტინდოეთი |
გარდაცვალების თარიღი | 15 აპრილი, 1988 (76 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ჯაკარტა |
მოქალაქეობა |
ჰოლანდიის ოსტინდოეთი ინდონეზია |
განათლება | ლეიდენის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | Bintang Mahaputera |
მარია ულფა სანტოსო (ინდონ. Maria Ulfah Santoso), დაბადებით ჰაჯა რადენ აიუ მარიამ ულფა (ინდონ. Hajjah Raden Ayu Mariam Ulfah), სახელი მეორედ ქორინებაში მარია ულფა სუბადიო სასტროსატომო (ინდონ. Maria Ulfah Soebadio Sastrosatomo; დ. 18 აგვისტო 1911, სერანგი — გ. 15 აპრილი 1988, ჯაკარტა) — ინდონეზიელი უფლებათადამცველი, ფემინისტი და პოლიტიკოსი.
ინდონეზიის დამოუკიდებლობის აქტივისტი, ინდონეზიის დამოუკიდებლობის მომზადების სამეცნიერო კომიტეტის წევრი. დამოუკიდებელ ინდონეზიაში ინდონეზიის ცენტრალური ეროვნული კომიტეტის წევრი, ასევე სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი (1946-1947 წწ.) სუტან შარირის მთავრობაში. 1955-1959 წლებში სახალხო წარმომადგენელთა საბჭოს დეპუტატი. პირველი ქალი ინდონეზიაში, რომელსაც სამართლის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა და ასევე პირველი ქალი მინისტრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია ულფა დაიბადა 1911 წლის 18 აგვისტოს ქალაქ სერანგში, ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთი (ამჟამად ინდონეზიის პროვინცია ბანტენი). იგი იყო მოჰამად აჰმადისა და მისი ცოლის ჰადიჯი ჯაიადინიგრატის სამი შვილიდან უფროსი. თავისი პირველი სახელი მარია მიიღო იესო ქრისტეს დედის, ღვთისმშობლის პატივსაცემად, მეორე სახელი ულფა კი არაბული წარმოშობისაა.
ბავშვობაში მარია გადაიყვანს კუნინგანის ოლქში, სადაც მამამისი მსახურობდა ოლქის უფროსად. ამ პერიოდის განმავლობაში მოხდა მოვლენა, რომელმაც გავლენა მოახდინა მისი, როგორც ფემინისტისა და უფლებადამცველის ჩამოყალიბებაზე. ერთხელ მათ ოჯახში ავადმყოფი მათხოვარი ქალი მივიდა. თუმცა, მამის დაჟინებით, მას დახმარება არ გაუწიეს. ამ შემთხვევამ, მომავალი უფლებადამცველის თქმით, შთააგონა მას, რომ ებრძოლა ინდონეზიელი ქალების უფლებების დასაცავად.
მამის დაჟინებული მოთხოვნით გააგზავნეს ბატავიაში (ამჟამად ჯაკარტა), სადაც სწავლობდა ჰოლანდიურ სკოლაში და ცხოვრობდა ჰოლანდიელთა ოჯახში. შემდეგ მან დაამთავრა მეფე ვილემ III-ის სახელობის საშუალო სკოლა.
16 წლის ასაკში გარდაეცვალა დედა. ორი წლის შემდეგ, 1929 წელს, მამამისი ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთის მთავრობამ გააგზავნა ჰააგაში, რომელმაც თან გაიყოლა თავისი შვილებიც. მარიას მამას უნდოდა მისი შვილი ექიმი გამოსულიყო, მაგრამ მარიამ თავის გადაწყვეტილება მოიყვანა სისრულეში და სწავლა დაიწყო ლეიდენის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. იგი აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ ცხოვრებაში, იყო ლეიდენის სტუდენტური ასოციაციის წევრი და ანტიკოლონიალიზმის ლიგის აქტივისტი. მისი მეგობრები ლეიდენის უნივერსიტეტში იყვნენ მომავალში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ლიდერები მოჰამად ჰათა და სუტან შარირი.
1934 წელს დაბრუნდა ბატავიაში და იქ გააგრძელა იურისტის პოზიციაზე მუშაობა კოლონიურ ადმინისტრაციაში. 1937 წელს იგი გახდა ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთში საქორწინო კანონმდებლობის პროექტის ინიციატორი, რომელიც პრაქტიკულად მრავალცოლიანობას გამორიცხავდა, განსაკუთრებილი შემთხვევების გამოკლებით და განქორწინება უნდ ამომხდარიყო მხოლოდ სასამართლოს გზით. ამ კანონპროექტს პრესაში ეწინააღმდეგებოდნენ კოლონიის მუსულმანური ორგანიზაციები, მათ შორის ქალთა ორგანიზაციები. შედეგად კოლონიურმა ადმინისტრაციამ უარი თქვა კანონის მიღებაზე.
მეორ უმთავრესი სფერო მარია ულფას მოღვაწეობაში იყო ბრძოლა ქალთა საარჩევნო უფლებებისათვის. გარდა მსგავსი აქტივობებისა იგი აქტიურად მონაწიილეობდა ინდონეზიის დამოუკიდებლობისათის ბრძოლაში.
1938 წელს მარია ულფა ცოლად გაჰყვა რედენ სანტოსო ვიროდიჰარჯოს, კოლონიური მთავრობის მაღალი თანამდებობის პირს. მან დაიმატა მეუღლის სახელი და მას შემდეგ მისი სახელია მარია ულფა სანტოსო.
1942 წელს იაპონიამ ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთი დაიპყრო, მარიამ მიატოვა პედაგოგიური საქმიანობა და გახდა იაპონიის ადმინისტრაციის იურისტი. 1945 წელს გახდა იაპონელების მეირ შექმნილი ინდონეზიის დამოიუკიდებლობის მომზადების კომიტეტის წევრი. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კი ინდონეზიის ცენტრალური ეროვნული კომიტეტის (დროებითი საკანონმდებლო ორგანოს) წევრი. გახდა ინდონეზიის სოციალისტური პარტიის წევრი. 1946 წლის 12 მარტს დანიშნეს სოციალური უზრუნველყოფის მინისტრად, სუტან შარირის მეორე კაბინეტში. 1949 წელს მარია შევიდა კომიტეტის შემადგენლობაში, რომელსაც უნდა მოემზადებინა ქორწინების ახალი კანონპროექტი. 1950-1961 წლებში ქალთა ეროვნული კონგრესის ხელმძღვანელია. 1955 წელს, ინდონეზიის პირველ საპარლამენტო არჩევნებში აირჩიეს სახალხო წარმომადგენელთა საბჭოს დეპუტატად.
1948 წელს მისი პირველი ქმარი დახვრიტეს ნიდერლანდელმა ჯარისკაცებმა, ხოლო 1964 წელს მარია ულფა სანტოსო მეორედ გათხოვდა, მისი ქმარი გახდა სუბადიო სასტროსატომო, ინდონეზიის სოციალისტური პარტიის აქტივისტი. ცხოვრების ბოლო პერიოდში მარია და სუბაიდო ცხოვრობდნენ ჯაკარტაში.
მარია ულფა სანტოსო გარდაიცვალა 1988 წლის 15 აპრილს გატოტ სუბრტოტოს სამხედრო ჰოსპიტალში და დაკრძალეს კალიბატის გმირთა სასაფლაოზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Aglionby, John (2001-07-26). „Great expectations (Special report: Indonesia and East Timor)“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-11. ციტირების თარიღი: 2012-03-11.
- Cholid, Mohamad; Indrayati, Sri; B.S., Priyono (1988-04-23). „Maria Ulfah Kekasih Abadi Soebadio“ [Maria Ulfah is Soebadio's Eternal Love]. Tempo (Indonesian). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-30.
- Maria Ulfah Soebadio Sastrosatomo Indonesian. Presidential Library of Indonesia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-11. ციტირების თარიღი: 2012-03-11.
- Simamora, Adianto P. (2011-08-13). „SBY awards medal to his own wife“. The Jakarta Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-30.
- „Wanita Itu Orang Banten“ [That Woman is Bantenese]. Tempo (Indonesian). 1977-02-26. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-30.