მარია სამბრანო
მარია სამბრანო | |
---|---|
ესპ. María Zambrano y Alarcón | |
დაბადების თარიღი | 22 აპრილი, 1904[1] [2] [3] |
დაბადების ადგილი | ველეს-მალაგა, მალაგის პროვინცია, Spain under the Restoration |
გარდაცვალების თარიღი | 6 თებერვალი, 1991[4] [1] [2] [3] (86 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მადრიდი, მადრიდის ავტონომიური გაერთიანება, ესპანეთი[5] |
საქმიანობა | ფილოსოფოსი, მწერალი და პოეტი |
მოქალაქეობა | ესპანეთი |
ალმა-მატერი | Universidad Central და I.E.S. Mariano Quintanilla |
ჟანრი | ესე და პოეზია |
ჯილდოები | მიგელ დე სერვანტესის პრემია |
მეუღლე | Alfonso Rodríguez Aldave |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
მარია სამბრანო ალაკრონი (დ. 22 აპრილი 1904, ველეს-მალაგა – გ. 19 თებერვალი, 1991, მადრიდი) — ესპანელი ესეისტი და ფილოსოფოსი. 36-იანელთა თაობის მოძრაობის ერთ-ერთი წევრი. ესპანეთში მისი შრომის აღიარება სამოქალაქო აქტივობაში და პოეზიაში დაიწყო მისი მრავალწლიანი გადასახლების შემდეგ, მეოცე საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში. იგი დაჯილდოვებულია ასტურიას პრინცესის ჯილდოთი (1981) და მიგელ დე სერვანტესის პრიზით (1988).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია სამბრანო ალაკრონი დაიბადა 1904 წლის 22 აპრილს ესპანეთში, ველეს-მალაგაში. მამამისი, ხოსე სამბრანო გარსია დე კარაბანტე ანტონიო მაჩადოს და არასელი ალარკონ დელგადოს თანამშრომელი იყო. 1905 წელს, მარიას ოჯახი მადრიდში გადავიდა საცხოვრებლად, ერთი წლის შემდეგ კი - სერგოვიაში, სადაც მამამისმა ესპანური გრამატიკის პროფესორად დაიწყო მუშაობა. მარიამ აქ თავისი მოზარდობის წლები გაატარა.
სამბრანოს ასწავლიდა ხოსე ორტეგა ი გასეტი, რომელმაც მასზე დიდი გავლენა მოახდინა. მოგვიანებით, 1931-1936 წლებში მან მეტაფიზიკის სწავლა გააგრძელა მადრიდისა და სერვანტესის უნივერსიტეტებში. 20-იან და 30-იან წლებში მარია სამბრანო მეორე ესპანური რესპუბლიკის დაარსებასთან დაკავშირებით აქტიურად ატარებდა კამპანიას. მაგრამ, იმის შემდეგ, რაც ესპანეთი კიდევ ერთხელ გახდა რესპუბლიკა, პარტიული პოლიტიკის რეალობის გამო იმედგაცრუებულმა, უარი თქვა პარლამენტის წევრობასა და პარტიულ პოლიტიკაში ჩართულობაზე. ამის მიუხედავად, 1936 წელს, როდესაც ესპანეთის სამოქალაქო ომი დაიწყო, ის ღიად მიემხრო რესპუბლიკას და შედეგად, მას 1939 წლის მარცხის შემდეგ გადასახლებაში წასვლა მოუწია.
საფრანგეთში, მექსიკაში, კუბაში, პუერტო რიკოში, იტალიაში ისევ საფრანგეთსა და შვეიცარიაში ცხოვრების შემდეგ სამბრანო, 1984 წელს, როდესაც ფრანკო უკვე გარდაცვლილი იყო, საბოლოოდ დაბრუნდა მადრიდში.
აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამოაზრეთაგან აღიარებულმა, მარია სამბრანომ გადასახლებისას შეინარჩუნა კონტაქტი, როგორც იტალიელ ინტელექტუალებთან, ისე მის თანამემამულეებთან რაფაელ ალბერტისთან და ხორხე გუილენთან.
მისი შრომის აღიარების ნელი პროცესი დაიწყო ესპანეთში 1966 წელს ჯ.ლ.არანგურენის სტატიის „Los de María Zambrano“ (მარია სამბარნოს სიზმრები) მნიშვნელოვან კულტურულ და მეცნიერულ ჟურნალში Revista de Occidente გამოქვეყნებით. ჟურნალი დაარსებული იყო ორტეგა ი გასეტის მიერ, სტატიის მიმოხილვაში კი წვლილი შეიტანეს იმ დროის მოწინავე ფილოსოფოსებმა, როგორებიც არიან ბერტრან რასელი და ედმუნდ ჰუსერლი.
1981 წელს მას მიენიჭა ასტურიის პრინცესის ჯილდო. 1983 წელს მალაგის უნივერსიტეტმა მიანიჭა საპატიო ხარისხი.
1988 წელს ის გახდა პირველი ქალი, რომელიც დაჯილდოვდა მიგელ დე სერვანტესის პრიზით.
2004 წელს, ხოსე ლუის გარსია სანჩეზმა გადაიღო ფილმი María querida (Dearest Maria), მარია სამბრანოს ცხოვრების შესახებ.
2007 წლის დეკემბერში, როდესაც მადრიდსა და მალაგას შორის რკინიგზის ჩქაროსნული მარშრუტი გაიხსნა, სარკინიგზო კოპანიამ „RENFE“ მალაგის რკინიგზის სადგურს მარია სამბრანო დაარქვა. ასევე მადრიდის უნივერსიტეტმა ცენტრალურ ბიბლიოთეკას მისი სახელი უწოდა. 2017 წელს სერგოვიის საქალაქო საბჭომ მარია სამბრანო ქალაქის ნაშვილებ ქალიშვილად გამოაცხადა.
ფილოსოფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამბრანოსთვის ცხოვრების მიმართ არსეობობს ორი მთავარი მიდგომა: ფილოსოფიური და პოეტური. ფილოსოფიური იწყება ღვთაებრივით: ყოველდღიური რაღაცები აიხსნებიან ღმერთებთან მიმართებაში, მანამ, სანამ ვინმე თავის თავს არ ჰკითხავს: რა არის საგნები? მაშაასადამე, ფილოსოფიური მიდგომა წარმოიშვება მაშინ, როდესაც ადამიანები იწყებენ გაოცებას უმეცრების გამო. პოეტური მიდგომა კი არის პასუხი. ის წარმოადგენს სიმშვიდეს, რომელშიც ვეძებთ ყველაფრის პასუხს. ის მართულია არა გაოცებით, რომელიც დაბადა უვიცობამ, არამედ ადამიანური ინტერესით და სურვილით: იცოდე, გაიგო, გააზიარო და გამოხატო.
მარია სამბრანოს ფილოსოფიური მიდგომა გადმოცემულია უჩვეულო ენით და ფიქრების კრეატიული გამოხატვით, რაც განსაზღვრავს მის ლიტერატურულ სტილს და არის მისი „მეთოდის" მთავარი საფუძველი.
პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამბრანო ყველა ნაშრომში სხვადასხვა გზით გადმოსცემს მის აზროვნებაში არსებულ პოლიტიკურ სულს. მისი პოლიტიკური ქმედებები იყო განსაკურებით პირდაპირი მეორე რესპუბლიკის დაარსებამდე და სამოქალაქო ომის დროსაც. მიუხედავად ამისა, იგი უარს ამბობდა პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანებაზე. მან ასევე უარი განაცხადა ხიმენეზე დე ასუას მიერ შემოთავაზებულ თანამდებობაზე გენერალურ სასამართლოში. იმის მიუხედავად, რომ მარიამ პროფესიად ფილოსოფია აირჩია, თავი არ დაუნებებია პოლიტიკისთვის, უფრო მეტიც, მის ფილოსოფიურ იდეათა ცენტრს სწორედ პოლიტიკა წარმოადგენდა. მან თავის პირველ წიგნში „Horizonte del liberalismo“ (1930) განმარტა, რომ „პოლიტიკა ხორციელდება მაშინ, როდესაც არსებობს ცხოვრების შეცვლის ჩანაფიქრი.“ სწორედ ამის მიღწევას ცდილობდა თავისი პოეტური აქტივობით, ფაშისტური მოძრაობების, არათანმიმდევრული მოსაზრებების და რაციონალიზმის კრიტიკით.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ძირითადი ლიტერატურა:
- Horizonte del liberalismo (Horizon of Liberalism) (1930).
- Hacia un saber del alma (1934).
- Filosofía y poesía (Philosophy and Poetry) (1940).
- La agonía de Europa (The Agony of Europe) (1945).
- Hacia un saber sobre al alma (Towards a Knowledge of the Soul) (1950).
- El hombre y lo divino (Man and the Divine) (1955).
- Persona y democracia (Person and Democracy) (1959).
- España, sueño y verdad (Spain, dream and truth) (1965).
- La tumba de Antígona (Antigone's Tomb) (1967).
- Claros del bosque (1977).
- De la aurora (1986).
- El reposo de la luz (1986).
- Para una historia de la piedad (Towards a history of charity) (1989).
- Delirio y destino (written in 1953; published in 1989), translated by Carol Maier, with a commentary by Roberta Johnson, Delirium and Destiny: A Spaniard in Her Twenties (Albany: State University of New York Press, 1999).
- Unamuno (written in 1940; published in 2003).
- Cartas de la Pièce. Correspondencia con Agustín Andreu (2002).
- Islas (Islands) (Ed. Jorge Luis Arcos) (2007).
- მეორეხარისხოვანი ლიტერატურა:
- Bush, Andrew. "María Zambrano and the Survival of Antigone," diacritics 34 (3–4) (2004): 90–111.
- Caballero, Beatriz. "La centralidad del concepto de delirio en el pensamiento de María Zambrano," Arizona Journal of Hispanic Cultural Studies (12) (2008): 89–106.
- Caballero Rodríguez, Beatriz. María Zambrano: A Life of Poetic Reason and Political Commitment. Cardiff: University of Wales Press (2017).
- Special Issue: María Zambrano In Dialogue. Journal of Spanish Cultural Studies 16. 4
- Ros, Xon. The Cultural Legacy of María Zambrano. Cambridge: Legenda (2017).
წყაროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Claire Buck (ed.), Bloomsbury Guide to Women's Literature (1992)
- Caballero Rodríguez, Beatriz, María Zambrano: A Life of Poetic Reason and Political Commitment (Wales University Press, 2017).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 2.0 2.1 Diccionario biográfico español — Real Academia de la Historia, 2011.
- ↑ 3.0 3.1 Babelio — 2007.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #11922299X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- დაბადებული 22 აპრილი
- დაბადებული 1904
- გარდაცვლილი 6 თებერვალი
- გარდაცვლილი 1991
- ესპანელი მწერლები
- XX საუკუნის მწერლები
- XX საუკუნის ესპანელი მწერლები
- XX საუკუნის ესეისტები
- XX საუკუნის ფილოსოფოსები
- XX საუკუნის ესპანელი ფილოსოფოსები
- ესპანელი ქალი ფილოსოფოსები
- ესპანელი ქალი მწერლები
- ესპანელი ესეისტები
- ესპანელი ქალი ესეისტები