მარია ბლანკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მარია ბლანკი (ულიანოვა)

მარია ალექსანდრეს ასული ულიანოვა (რუს. Мари́я Алекса́ндровна Улья́нова; ქალიშვილობის გვარიბლანკი, დ. 22 თებერვალი (6 მარტი), 1835, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია — გ. 12 (25) ივლისი1916, პეტროგრადი) — ილია ულიანოვის მეუღლე და რევოლუციონერების ვლადიმერ ლენინისა და ალექსანდრე ულიანოვის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ალექსანდრეს ასული ბლანკი დაიბადა პეტერბურგში 1835 წლის 6 მარტს, ექიმის, საიმპერატორო სამედიცინო ქირურგიული აკადემიის კურსდამთავრებულის ალექსანდრე დიმიტრის ძე ბლანკის ოჯახში. მარიამ დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. სახლშივე შეისწავლა მეცნიერების საფუძლები და სამი ევროპული ენა: გერმანული, ფრანგული და ინგლისური. მარიამ ყველასაგან დახმარების გარეშე ექსტერნად ჩააბარა გამოცდები სამარის ვაჟთა გიმნაზიაში, მიიღო მსაწავლებლის დიპლომი და უფლება.

1863 წელს მარია ბლანკი დაოჯახდა, გაჰყვა პედაგოგს, ფიზიკის მასწავლებელს ილია ნიკოლოზის ძე ულიანოვს. მეუღლესთან თააცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები: ანა, ალექსანდრე, ოლღა, ვლადიმერი, დიმიტრი და მარია. 1886 წლის 12 იანვარს მარიას მეუღლე ილია ულიანოვი 55 წლის ასაკში გარდაეცვალა.

1887 წლის მარტის პირველ რიცხვებში თავის დასთან ანასთან ერთად დააპატიმრეს მარია ბლანკის უფროსი ვაჟი ალექსანდრე, რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III-ზე თავდასხმაში მონაწილეობისაათვის. მიუხედავად მარიას არაერთგზის მცდელობისა შვილის — ალექსანდრეს გადარჩენა ვერ მოახერხა. 1887 წლის 8 მაისს, 21 წლის ალექსანდრე ულიანოვი სიკვდილით დასაჯეს შლისელბურგის ციხეში. ალექსანდრეს სიკვდილით დასჯის ოთხი წლის შემდეგ პეტერბურგში მუცლის ტიფისაგან გარდაიცვალა მარიას ქალიშვილი — ოლღა.

მარია ულიანოვი გარდაიცვალა 82 წლის ასაკში 1916 წელს. დაკრძალულია პეტროგრადში, გოლკოვის სასაფლაოზე, მისი ქალიშვილის ოლღას საფლავის გვერდით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №48 (11914), 7 მარტი, 1985