მარია ბაშკირცევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარია ბაშკირცევა
Marie Bashkirtseff1878.jpg
დაიბადა 24 ნოემბერი 1858(1858-11-24)[1] [2]
დაბადების ადგილი დიკანკა
გარდაიცვალა 31 ოქტომბერი 1884(1884-10-31)[3] [4] [5] [6] [2] (25 წელი)
გარდაცვალების ადგილი პარიზი[4]

მარია კონსტანტინეს ასული ბაშკირცევა (ფრანგ. Marie Bashkirtseff; დ. 24 ნოემბერი, 1858, გავრონცი, პოლტავის ოლქი, პოლტავის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 31 ოქტომბერი, 1884, პარიზი, საფრანგეთი) — რუსი მხატვარი, ცნობილი დღიურის ავტორი. ცხოვრების დიდი ნაწილი საფრანგეთში დაჰყო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ბაშკირცევა, საფრანგეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ნაპოვნი ჩანაწერების მიხედვით, დაიბადა 1858 წლის 24 ნოემბერს გავრონციში, პოლტავის გუბერნიის მახლობლად, ადგილობრივი თავადაზნაურობის წინამძღოლის — კონსტანტინე ბაშკირცევისა და მარია ბაბანინას ოჯახში. დღიურის სიკვდილის შემდეგდროინდელ გამოცემებში მისი ასაკი დაკლებულია.

მარიამ ბავშვობა სოფელ ჩერნიაკოვაში (პოლკოვნიკ ჩერნიაკის სამფლობელოში), თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფით — უკრაინის პოლტავის ოლქის ჩუტოვსკის რაიონში გაატარა.

განქორწინების შემდგომ 12 წლის მარიას დედა მიემგზავრება მასთან ერთად ევროპაში: ვენაში, ბადენ-ბადენში, ჟენევაში. იქ გოგონას ჰერცოგი ჰამილტონი შეუყვარდა, მოგვიანებით კი, ნიცაში — არისტოკრატი ბორელი. მალევე ბორელის მიმართ გრძნობები უქრება და 1873 წელს 15 წლის გოგონას გუვერნიორი ცუდ ამბავს ატყობინებს: ჰერცოგი ჰამილტონი ქორწინდება, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა ქალზე. „თითქოს დანა ჩამარჭეს გულში“ — წერს მარია თავის დღიურში.

სიყვარულის მომდევნო ობიექტები გრაფი ალექსანდრე დე ლარდერელი, გრაფი პიეტრო ანტონელლი (კარდინალ ანტონელლი ჯაკომოს ძმისწული), პოლ გრანიე დე კასანიაკი ხდებიან. კასანიაკით, ორატორითა და დეპუტატით გატაცებისას მარია პოლიტიკით ინტერესდება. იგი ფსევდონიმის ქვეშ აქვეყნებს სტატიებს ფემინიზმის შესახებ. მაშინ ჟულიანის აკადემიაშიც კი, სადაც მანდილოსნების ფერწერას შეისწავლიდნენ, ფემინისტური იდეები სიცილს იწვევდა.

16 წლის ასაკში მარია იგებს, რომ ტუბერკულოზი სჭირს. მას შემდეგ იგი დიდ დროს ატარებს კურორტებზე და გრძნობს სიკვდილის მოახლოებას. ამავე დროს, მარია ფიქრობს თავისი დღიურის ბედზე, რომლის გამოცემასაც გადაწყვეტს. ამ პერიოდს (1884) უკავშირდება მისი ცნობილი მიმოწერა გიდე მოპასანთან.

დღიურის უკანასკნელი გვერდები დრამატულია — სიმსივნით დაავადებული მარიას მასწავლებელი, ცნობილი ფრანგი მხატვარი ჟიულ ბასტიენ-ლეპაჟი — კვდება. მუსია, ასე ეძახდა ეს უკანასკნელი მარიას, უვლიდა თავის მასწავლებელს, მაგრამ თავად უფრო ადრე გარდაიცვალა.

მარია ბაშკირცევა გარდაიცვალა ტუბერკულოზით 25 წლის ასაკში. დასაფლავებულია პარიზში, პასის სასაფლაოზე. მარიას მავზოლეუმი, რომელიც ემილ ბასტიენ ლეპაჟის მიერაა აშენებული, დასაფლავებულია ბაშკირცევთა და ბაბანოვთა ოჯახების სხვა მრავალი წევრი. მავზოლეუმის შიგნით ინახება მოლბერტი, ავეჯი, სკულპტურა და ზოგიერთი ნახატი, მათ შორის ბაშკირცევას უკანასკნელი ნამუშევარი — „წმინდა ცოლები“. მოპასანი ეწვია მის საფლავს და შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „ის იყო ჩემი ცხოვრების ერთადერთი ვარდი, რომლის გზასაც ვარდის ფურცლებით მოვფენდი, თუკი მეცოდინებოდა, რომ ეს გზა იმდენადვე ნათელი და მოკლე იქნებოდა“!.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]