მართა ანდრეასენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მართა ანდრეასენი
დაბადების თარიღი

1954 წლის 26 ნოემბერი (69 წლის)

ბუენოს აირესი, არგენტინა
ეროვნება ესპანელი
პროფესია ბუღალტერი
პარტია

კონსერვატიული პარტია,

გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტია (2013 წლიდან)

მართა ანდრეასენი (დაბადებული 1954 წლის 26 ნოემბერს) არის არგენტინაში დაბადებული ესპანელი ბუღალტერი. 2002 წლის იანვარში, მართა ევროკომისიამ აიყვანა მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე,[1] რამაც გაზარდა შეშფოთება კომისიის საბუღალტრო სისტემის ნაკლოვანების შესახებ. ანდრეასენმა იგრძნო, რომ იგი დაუცველი იყო პოტენციური თაღლითობისგან. 2009 წლის არჩევნებში ანდრეასენი გახდა გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტიის სიით ევროპარლამენტის წევრი, თუმცა, 2013 წლის თებერვალში გადავიდა კონსერვატიულ პარტიაში.[2] საბოლოო ჯამში, მან დაკარგა თავისი ადგილი 2014 წლის ევროსაპარლამენტო არჩევნებში.[3]

პროფესიური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მართა ანდრეასენმა მიიღო სერთიფიცირებული საჯარო ბუღალტრის კვალიფიკაცია 1977 წელს ბუენოს აირესში და შემდგომ, 5 წლის განმავლობაში მუშაობდა აუდიტორის პოზიციაზე ერთ-ერთ საბუღალტრო კომპანიაში (ინგლ. PricewaterhouseCoopers).

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მართა ანდრეასენი შეუერთდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას 1998 წელს, სადაც აღმოაჩინა საბუღალტრო სისტემის სერიოზული პრობლემები. ამან გამოიწვია მენეჯმენტისა და შემოთავაზებული რეფორმების მიმართ მისი უკმაყოფილების ზრდა. თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად, არტურ ანდერსენი დაინიშნა გარე ანალიტიკის მიმართულებით. 2000 წლის აგვისტოში, მათმა საერთო ანგარიშმა ორგანიზაციის შიდა ბუღალტერია ყავლგასულ და არაადეკვატურ სისტემად აღწერა.

2003 წლის ოქტომბერში ონლაინ-პუბლიკაციამ "ბუღალტერიის ხანა" განაცხადა, რომ მართა ანდრეასენის წინააღმდეგობა ორგანიზაციასთან დასრულდა "ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში" პრეტენზიის გამოცხადებით. იგი აღნიშნავდა, რომ რასიზმში დადანაშაულების გამო, მას არ მიეცა "სამართლიანი სასამართლოს" უფლება, რითაც დაირღვა ადამიანის უფლებები. და რომ, მან გაზარდა "ჭარბი ეჭვები" და დაუსაბუთებელი "საგანგაშო ბრალდებები" ორგანიზაციის ანგარიშებთან მიმართებაში.

ორგანიზაციას არასდროს დაუდასტურებია რაზისმის ბრალდებები, რაც მართა ანდრეასენის გათავისუფლების საფუძვლის ნაწილი გახდა. 2000 წლის ოქტომბერში ანდრეასენმა უკვე უარყო ბრალდებები ჟურნალში "ბუღალტერია" ("ანდრეასენი ამტკიცებდა, რომ ბრალდებები გაჩნდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან გამოთქვა შეშფოთება ანგარიშებთან დაკავშირებით").

ბრიუსელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლის იანვარში, მან დაიწყო მთავარ ბუღალტრად მუშაობა ბრიუსელში[4] ("ბიუჯეტის აღსრულების დირექტორი და ბუღალტერიის ოფიცერი"), სადაც პირველი პროფესიონალი ბუღალტერი გახდა.

შეშფოთება ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მართა ანდრეასენმა გააკრიტიკა ევროკავშირის საბუღალტრო სისტემა თაღლითობის მიმართ ღიაობის გამო.[5] ანდრეასენს კრიტიკული დამოკიდებულება გაუჩნდა გადავადებული განვითარებისა და შიდა ცვლილებებთან დაკავშირებით, მაგრამ წინამორბედთან შედარებით, არაფერი იღონა. მოგვიანებით, მან საკუთარი ანგარიში გაუგზავნა კომისიონერ მიშელე შრეიერსა და კომისიის პრეზიდენტ რომანო პროდის, თუმცა ამჯერადაც ვერ მიიღო ვერავითარი პასუხი. ასე რომ, ადრეასენმა გადაწყვიტა დაკავშირებოდა ევროპარლამენტის საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტის წევრებს.

შედეგად, მან უარყო 2001 წლის ევროკომისიის აღრიცხვის მიმართ წაყენებული პრეტენზია. 2003 წლის აღსრულების პროცედურის ფარგლებში, კომისიამ დადო საყოველთაო რეფორმის განხორციელების პირობა.[6]

იმ ეტაპზე, მასმედიამ დაიწყო გამოძიება და მოხსენების შემუშავება. ანდრეასენმა საჯაროდ გამოხატა საკუთარი შეშფოთება 2002 წლის 1 აგვისტოს.[7]

დათხოვნა სამსახურიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლის მაისში ევროკომისიამ სამსახურიდან დაითხოვა მართა ანდრეასენი ("მე-12 და მომუშავე პერსონალის რეგულაციების 21-ე მუხლების დარღვევის, კერძოდ, არასაკმარისი ერთგულებისა და პატივისცემის გამო"). როგორც ცნობილია, იგი დაითხოვეს სამსახურიდან, თუმცა, საბოლოო ჯამში, გააგდეს, რადგან უარი თქვა იმ აღრიცხვების ხელმოწერაზე, რომლებიც, მისი აზრით, არასანდო იყო.[8]

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს მართა ადრეასენი გახდა გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტიის მდივანი, რომელიც მხარს უჭერდა ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გამოსვლას.[9] ანდრეასენი აირჩიეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისიდან გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტიის წარმომადგენლად 2009 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში და იგი დაუყოვნებლივ შეუერთდა პარლამენტის გავლენიან საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპულმა სახალხო პარტიის ჯგუფმა დაბლოკა საკუთარი განაცხადი ვიცე-თავმჯდომარის პოზიციაზე.[10] 2009 წლის სექტემბერში, იგი დაბრუნდა გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტიის მდივნის პოსტზე.[11]

2010 წლის აპრილში, მართა ანდრეასენმა გაამხილა საკუთარი განზრახვა დაეკავებინა ევროპული ანტითაღლითური ოფისის დირექტორის ვაკანტური პოზიცია,[12] მაგრამ, არ გავრცელებულა არავითარი უწყება, რომ მან რეალურად გააკეთა განაცხადი.

მას შემდეგ, რაც ანდრეასენმა 2011 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებს დამაბნეველი უწოდა, პარტიის ლიდერს, ნაიჯელ ფარაჯს გადადგომა მოსთხოვა. პარტიამ განაცხადა, რომ წარმატებას მიაღწია არჩევნებში და რომ, ანდრეასენის გამონათქვამი "აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ვუწოდოთ გაერთიანებული სამეფოს საარჩევნო სურათის მისეულ ანალიზს გულუბრყვილო".[13] სატელევიზიო ინტერვიუს დროს, ფარაჯი პირადად გამოეხმაურა შექმნილ სიტუაციას და თქვა, რომ ანდრეასენი არ იყო შეხებაში და "არ იცოდა, რის შესახებ ლაპარკობდა".[14]

2011 ნოემბერში, მართა ანდრეასენმა "ერ-თი-ი რადიო 1"-ის გადაცემაში "დილა მშვიდობისა, ირლანდია", თქვა, რომ ირანული მთავრობის მიერ ევროპის აუდიტორთა სასამართლოსთვის კევინ კარდიფის წარდგინება უკან უნდა ყოფილიყო გაწვეული.[15]

2013 წლის თებერვალში, იგი გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტიიდან გადავიდა კონსერვატიული პარტიაში, რა დროსაც ნაიჯელ ფარაჯს უწოდა "სტალინისტი", რომელიც "ქალების წინააღმდეგ იყო მომართული".[16]

მართა ანდრეასენმა საპარლამენტო ადგილი დაიკავა 2014 წლის არჩევნებში.


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Andreasen, Marta: Brussels Laid Bare, pg. 20. St. Edwards Press Ltd, July 2009
  2. „UKIP MEP Marta Andreasen defects to Conservatives“. BBC News. 22 February 2013. ციტირების თარიღი: 23 February 2013.
  3. Peter Henley. (2014-05-26) UKIP gains seats and share in South East EU vote. BBC News. ციტირების თარიღი: 2016-07-21.
  4. Andreasen, Marta: Brussels Laid Bare, page 10. St. Edwards Press Ltd, July 2009
  5. Andreasen, Marta: Brussels Laid Bare, St. Edwards Press Ltd, July 2009
  6. The Marta Andreasen and Fabra Valles cases: an exclusive JUST Response report from the Dougal Watt Dossier – Mismanagement and Corruption in Europe. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აპრილი 2011. ციტირების თარიღი: 2 მარტი 2024. – Letter from Robert Dougal Watt, Auditor, European Court of Auditors, to Michel Hervé, Secretary General, European Court of Auditors, 16 September 2002.
  7. Becky Barrow. "I'm not a politician – just a bean-counter, says Andreasen". The Daily Telegraph.. ციტირების თარიღი: 2 August 2002.
  8. Andreasen v Commission. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 2 მარტი 2024. at curia.europa.eu
  9. UKIP prepares for battle over EU. BBC News. ციტირების თარიღი: 5 October 2007.
  10. Andreasen fails in bid for EU budget committee. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ივლისი 2009. ციტირების თარიღი: 2 მარტი 2024.Accountancy Age, 22 July 2009.
  11. Charter, David (8 September 2009). „Marta Andreasen, UKIP's treasurer and Brussels whistleblower, resigns“. The Times. London. ციტირების თარიღი: 8 September 2009.
  12. Whistleblower seeks to head EU anti fraud unit. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 2 მარტი 2024., Accountancy Age, 15 April 2010.
  13. „Call for UKIP's Nigel Farage to resign as double act turns sour“. BBC News. 10 May 2011.
  14. Junius. (2011-05-28) UKIP: Marta Andreasen threatens legal action against Nigel Farage. Juniusonukip.blogspot.com. ციტირების თარიღი: 2016-07-21.
  15. "Kevin Cardiff nomination questioned by MEP". RTÉ News. ციტირების თარიღი: 7 November 2011.
  16. „UKIP MEP Marta Andreasen defects to Conservatives“. BBC News. 22 February 2013.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]