მარელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარელი — არქეოლოგიური ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეს სამხრეთით, ის ადგილ უდივლებისაგან პატარა ხევით გამოიყოფა და წარმოადგენს ფერდობს, რომელიც ჩრდილოეთის მიმართულებით საქართველო-თურქეთის სასაზღვრო ზონამდე თანდათანობით მაღლდება. ტერიტორია დატერასებულია და სოფელ უდეს მოსახლებას სამეურნეო სავარგულები აქვთ მოწყობილი, თუმცა გვიან შუასაუკუნეებში აქ სოფელი არსებულა, რომელიც გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარშიც იხსენიება ამავე სახელწოდებით. მარელში საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე გვხვდება ფეოდალური ხანის ერთგვაროვანი კერამიკა. აღსანისნავია, რომ ერთ-ერთ სამეურენო ნაკვეთში აღმოჩნდა მტკვარ-არაქსული კერამიკის ფრაგმენტები, გვხვდება ყურის, ძირის, პირ-ყელისა და ტანის ფრაგმენტები, მოჩალისფრო-მონაცრისფრო პრიალა ზედაპირით, აღსანიშნავია ხუფის პირის ფრაგმენტის აღმოჩენა, რომელის მსგავსიც არა ერთია ამ პერიოდის ძეგლებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20017