მარეკ შჩიგელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარეკ შჩიგელი

მარეკ იანუშ შჩიგელი (პოლ. Marek Janusz Szczygieł[1]; დ. 2 აგვისტო, 1969, პონიატოვა, პოლონეთი) — პოლონელი დიპლომატი.

პოლონეთის დიპლომატიურ სამსახურშია 1993 წლიდან. სხვადასხვა დროს იყო ეუთოსა და გაეროს ოფისში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, პოლონეთის ელჩი რუმინეთში (2011-2015), პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უსაფრთხოების გამოწვევების ელჩი და საერთაშორისო კიბერპოლიტიკის კოორდინატორი. 2020 წლის 11 თებერვალს დაინიშნა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად. მან ამ პოზიციაზე დანიელი დიპლომატი ერიკ ჰოგი შეცვალა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]