მარდი გრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარდი გრა ახალ ორლეანში

მარდი გრა (ფრანგ. Mardi Gras — „მსუყე სამშაბათი“; ინგლ. Shrove Tuesday — „აღსარების სამშაბათი“) — დასავლეთევროპული დიდმარხვის დაწყების წინა დღე და ყოველწლიური კარნავალის კულმინაცია. მარდი გრას მოსდევს „ფერფლის ოთხშაბათი“, რომელიც აღნიშნავს დიდმარხვის პირველ დღეს ანგლიკანურ, კათოლიკურ, ლუთერანულ, მეთოდისტურ და პრესვიტერიანულ ეკლესიებში.

მარდი გრა ხსნილის ბოლო დღეა. შესაბამისად, მოზეიმე ხალხი განსაკუთრებით ბევრს და მსუყედ ჭამს 46-დღიანი დიდმარხვის დაწყების წინ. სწორედ ამას უკავშირდება სახელწოდება მარდი გრა ანუ „მსუყე სამშაბათი“.

ინგლისში მარდი გრა უფრო ცნობილია „აღსარების სამშაბათის“ სახელით. ეს სახელწოდება დაკავშირებულია დიდმარხვის წინ აღსარების ჩაბარების ტრადიციასთან. გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში არსებული ტრადიციით, დიდმარხვის წინა სამი დღე ეთმობა აღსარების ჩაბარების პროცესს, რომელსაც Shrovetide ეწოდება. ტრადიციული საჭმელია მაჭკატები.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე საუბარში გვხვდება მარდი გრას, როგორც ტერმინის, განზოგადება მთლიანად კარნავალის სახელწოდებად. ამან გამოიწვია მეორე ენობრივი სიახლე – ამერიკის ზოგიერთ ქალაქში წარმოიშვა ტერმინი „მარდი გრას დღე“.

ხანგრლივობა და თარიღი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარდი გრას ხანგრძლივობა განსხვავდება ჩატარების ადგილის მიხედვით. ლუიზიანას შტატის დედაქალაქ ახალ ორლეანში კარნავალი მეთორმეტე ღამიდან ფერფლის ოთხშაბათამდე გრძელდება. სხვაგან მარდი გრა მხოლოდ სამდღიანია და უშუალოდ დიდმარხვის წინ ტარდება. ალაბამას შტატის ქალაქ მობილში კი ზეიმი მადლიერების დღესასწაულს უსწრებს და ნოემბრიდან მოყოლებული იმართება შესაბამისი წვეულებები სააღდგომო მარხვამდე.

მარდი გრას თარიღი მოძრავია. ჩვეულებრივ, 3 თებერვლიდან 9 მარტამდე პერიოდში იმართება ხოლმე, ნაკიან წელიწადში კი – 4 თებერვლიდან 9 მარტამდე. დიდმარხვის დაწყების თარიღის მსგავსად, მარდი გრას თარიღიც დამოკიდებულია აღდგომის მოძრავ თარიღზე.

მომავალი მარდი გრას თარიღებია[1]:

  • 2017 – 28 თებერვალი
  • 2018 – 13 თებერვალი
  • 2019 – 5 მარტი
  • 2020 – 25 თებერვალი
  • 2021 – 16 თებერვალი
  • 2022 – 1 მარტი
  • 2023 – 21 თებერვალი
  • 2024 – 13 თებერვალი
  • 2025 – 4 მარტი
  • 2026 – 17 თებერვალი
  • 2027 – 9 თებერვალი

ადგილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარდი გრას კარნავალებით განსაკუთრებით განთქმულია შემდეგი ქალაქები და რეგიონები: რიო-დე-ჟანეირო, ვენეცია, ბაია და ახალი ორლეანი[2]. კარნავალი მნიშვნელოვანი დღესასწაულია ევროპის ბევრ ქვეყანაში, ლათინურ ამერიკასა და კარიბებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]