დიდმარხვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდმარხვა, დიდი მარხვა, დიდი ორმოცეულიქრისტიანობაში განსაკუთრებული თავშეკავების დრო, რომელიც მორწმუნეებს პასექის დღესასწაულის სათანადოდ შესახვედრად ამზადებს. დიდი მარხვა დადგენილია უდაბნოში იესო ქრისტეს ორმოცდღიანი მარხვის მოსახსენებლად და ვნების კვირის ჩათვლით გრძელდება 7 კვირა (49 დღე). დიდი მარხვის ტიპიკონურ მოთხოვნათა გასათვალისწინებლად ქრისტიანს განსაკუთრებული ყურადღება ჰმართებს, რადგან ეს პერიოდი საეკლესიო წესთა და ღმრთისმსახურებათა თავისებურებებით გამოირჩევა.

მოსამზადებელი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი მარხვისათვის მოსამზადებელი შვიდეულებია:

  1. მეზვერისა და ფარისევლის კვირა — რომლის დროსაც ღვთისმსახურებაზე იკითხება მაცხოვრის იგავი მეზვერესა და ფარისეველზე (ლკ. 18:9-14)
  2. უძღები შვილის კვირა (ლკ. 15:11-32)
  3. ხორციელის კვირა — საშინელი სამსჯავროს ხსენება.
  4. ყველიერის კვირა — სამოთხიდან ადამის განდევნის ხსენება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მცირე საეკლესიო ენციკლოპედია“, «საქართველოს ეკლესიის 2005 წლის კალენდარი», თბ. 2004, გვ. 143