მარგარიტა გრიშკევიჩი
იერსახე
მარგარიტა ნიკონის ასული გრიშკევიჩი (დ. 5 აგვისტო, 1917, პეტროგრადი, — გ. 2003, იქვე) — რუსი ბალეტის მსახიობი, პედაგოგი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1958).
დაამთავრა ლენინგრადის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1937 წელს, ამავე სასწავლებლის პედაგოგიური განყოფილება 1940 წელს. 1937–1940 წლებში ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის, ხოლო 1942 წლიდან — თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი. 1948–1992 წლებში იყო თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის კლასიკური ცეკვის მასწავლებელი. ბალეტის პედაგოგად მიწვეული იყო კუბაში (1963-1964), ეგვიპტესა (1966-1967) და კოლუმბიაში (1971-1972).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩხეიძე, ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 163.