მარაჟო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარაჟო
მშობ. სახელი: Marajó

კუნძულ მარაჟოს სატელიტური ფოტო
გეოგრაფია
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 40 100 კმ²
სიგრძე 297 კმ
სიგანე 204 კმ
უმაღლესი წერტილი 40 მ
ბრევესი (ქალაქი)
დემოგრაფია
მოსახლეობა 250 000

მარაჟოკუნძული მდინარე ამაზონის შესართავთან, ბრაზილიაში. შედის პარას შტატის შემადგენლობაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის ფართობი შეადგენს 40 100 კმ², ფართობით, ეს კუნძული ოდნავ ჩამორჩება შვეიცარიას, ეს კუნძული ფართობით პირველია, რომელსაც ყველა მხრიდან მტკნარი წყალი აქვს შემორტყმული. კუნძული მდებარეობს მდინარე ამაზონში, აქედან ჩრდილოაღმოსავლეთით მდებარეობს რამდენიმე მცირე ზომის კუნძული. მარაჟოს აღმოსავლეთი სანაპიროს მცირე ნაწილი ატლანტის ოკეანის ნაპირზეა გაშნებული. კუნძულის სამხრეთით მდინარე პარას სანაპიროზე მდებარეობს შტატის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ბელენი, სწორედ ამ ქალაქიდან ხდება კუნძულზე გემებით დაკავშირება. მარაჟო მდებარეობს ეკვატორის ზოლში.

კუნძულის ძირითადი ნაწილი ამაზონის გაუვალი ტყეებითაა დაფარული, აქ 20 გრძელი მდინარე მიედინება. კუნძული აგრეთვე მდიდარია ფაუნის მრავალფეროვანი სახეობებით.

კუნძულზე მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 250 000 ადამიანს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარაჟოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ კოლუმბამდელ პერიოდში სახლობდნენ, აქ მყოფებმა ერთ-ერთი წარმატებული კულტურა შექმნეს რომელსაც მარაჟოს კულტურა ერქვა, ამ ყველაფერს ადასტურებს კუნძულზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები.

1918–1919 წლებში კუნძულზე გავრცელდა ესპანური გრიპი, რამაც აქ მცხობრებთა უდიდესი ნაწილი დააავადა და შეიწირა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუკები: