მარალ რაჰმანზადე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარალ რაჰმანზადე
დაიბადა 23 ივლისი, 1916(1916-07-23)[1]
დაბადების ადგილი ბაქო
გარდაიცვალა 16 მარტი, 2008(2008-03-16) (91 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო
მიმდინარეობა პორტრეტი

მარალ იუსიფ ყიზი რაჰმანზადე (აზერ. Maral Yusifqızı Rəhmanzadə); (1916—2008) — აზერბაიჯანელი გრაფიკოსი, აზერბაიჯანის სსრ-ს სახალხო მხატვარი (1964), მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1965).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარალ რაჰმანზადე 1916 წლის 23 ივლისს ბაქოში დაიბადა. 1930-1933 წლებში აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო ტექნიკუმში სწავლობდა. 1934-1940 წლებში სწავლა განაგრძო ვ. ი. სურიკოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტში. რაჰმანზადე - პირველი აზერბაიჯანელი ქალია, რომელმაც პროფისიული სამხატვრო განათლება მიიღო. იგი განსაკუთრებით პროდუქტიულად მუშაობდა გრაფიკის ჟანრში. მარალ რაჰმანზადე პირველი მხატვარი იყო, რომელიც ნავთობსაბადოებზე სამუშაოდ წავიდა. მენავთობეების გვერდით ყოფნისას, აკვირდებოდა რა მათ ყოველდღიურ ყოფას, კასპიის პეიზაჟებს, ესტაკადების მშენებლობას, ნავთობის რეზევუარებს, კოშკებს, ნავთობის ამოხეთქვას ხატავდა. ნახატებზე და აკვარელებზე, რომლებიც მან საანგარიშო გამოფენაზე წარმოადგინა უმეტესად კასპიის მენავთობეთა შრომითი ყოფისათვის დამახასიათებელი ეპიზოდები იყო გამოსახული.

რაჰმანზადეს ილუსტრირებული აქვს თარგმანების გამოცემები: პუშკინის „ევგენი ონეგეინი“, ლერმონტოვის „ჩვენი დროის გმირი“. 1950-იანი წლების ბოლოს რაჰმნაზადემ ფერადი ლითოგრფაიების სერია შექმნა სახელწოდებით „ბაქო“. ამ ფურცლებზე გამოსახულია ქალაქის პარკები, მოედნები, საზღვაო ნავთობრეწვის პანორამები. სერია „ბაქო“ პირველად 1958 წელს აჩვენეს მოსკოვში აზერბაიჯანის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადის ფარგლებში ჩატარებულ გამოფენაზე. ამ დროს რაჰმანზადე ჩეხოსლოვაკიისადმი მიძღვნილ ავტოლითოგრაფიებზე მუშაობდა. მომდევნო წლებში იგი ლინოგრავიურის ტექნიკაზე მუშაობდა. ამ ტექნიკით შესრულებელული პირველი ნამუშევრები მან ორი ახალი ქალაქის - სუმგაითისა და რუსთავის გიგანტურ ქარხნებს მიუძღვნა. ორი სერიიდან ყოველი მეორე შედგება ექვსი ინდუსტრიული და ქალაქური პეიზაჟებისაგან და წარმოების მოწინავეთა ორ-ორი პორტრეტისაგან. 1960-იან წლებში მხატვარი აზერბაიჯანის შორეულ რაიონებში იმყოფებოდა. ამის შედეგად ფერადი ლინოგრავიურების ახალი სერიები - „ჩემი ქვეყანა“ და „აზერბაიჯანი“ გაჩნდა. 1956 წელს ბაქოში მამედ საიდ ორდუბადის ისტორიული რომანი „მახვილი და კალამი“ რაჰმანზადეს ილუსტრაციებით გამოიცა. 1963 წელს მან აკადემიური გამოცემა „აზერბაიჯანული ზღაპრების“ ილუსტრაციები შექმნა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]