მანჩესტერის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანჩესტერის მუზეუმი
ინგლ. Manchester Museum
53°27′59″ ჩ. გ. 2°14′04″ დ. გ. / 53.46639° ჩ. გ. 2.23444° დ. გ. / 53.46639; -2.23444
დაარსდა 1867
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
მდებარეობა მანჩესტერი
დირექტორი ესმა ვორდი[1]
ოფიციალური საიტი https://www.museum.manchester.ac.uk/[2]
Map

მანჩესტერის მუზეუმი — მუზეუმი, რომელიც ინახვს არქეოლოგიის, ანთროპოლოგიისა და ბუნებრივი ისტორიის ნამუშევრებს, ეკუთვნის მანჩესტერის უნივერსიტეტს. მდებარეობს ოქსფორდის გზაზე, უნივერსიტეტის ნეო-გოთური შენობების ცენტრში, ინგლისში. აქ ინახება 4.5 მილიონი ნივთი ყველა კონტინენტიდან. არის გაერთიანებული სამეფოს უმსხვილესი საუნივერსიტეტო მუზეუმი და ემსახურება როგორც ვიზიტორთა მოზიდვას, ასევე უზრუნველყოფს რესურსს აკადემიური კვლევისა და სწავლებისათვის. მას ყოველწლიურად დაახლოებით 430,000 ვიზიტორი ჰყავს. [3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანჩესტერის მუზეუმის ყოფილი მთავარი შესასვლელი
ყოფილი სტომატოლოგიური საავადმყოფო

მუზეუმის პირველი კოლექციები შეიკრიბა მანჩესტერის ბუნების ისტორიის საზოგადოების მიერ, რომელიც შეიქმნა 1821 წელს, ჯონ ლი ფილიპსის კოლექციის შესყიდვით. [4] საზოგადოებამ დააარსა მუზეუმი პიტერ სტრიტში, მანჩესტერში, იმ ადგილას, რომელიც მოგვიანებით დაიკავა ახალგაზრდა მამაკაცთა ქრისტიანულმა ასოციაციამ, 1835 წელს. [5] 1850 წელს არსებულ კოლექციებს დაემატა მანჩესტერის გეოლოგიური საზოგადოების კოლექციები, გეოლოგიური საზოგადოება დაარსდა 1838 წელს. 1860 -იანი წლებისთვის ორივე საზოგადოებას შეექმნა ფინანსური პრობლემები, ტომას ჰენრი ჰაქსლის რჩევით, კოლექციების შენახვაზე პასუხისმგებლობა აიღო ოუენსის კოლეჯმა, რომელიც დღეს მანჩესტერის უნივერსიტეტია. პიტერ სტრიტის მუზეუმი გაიყიდა 1875 წელს, მას შემდეგ, რაც ოუენსის კოლეჯი გადავიდა ოქსფორდის ქუჩაზე მდებარე ახალ შენობებში. [6]

ალფრედ უოტერჰაუსს, ლონდონის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმის არქიტექტორს, დაევალა ახალი მუზეუმის გეგმის შემუშავება, რომელიც ოქსფორდის ქუჩაზე აშენდებოდა და შეინახავდა კოლექციებს, სტუდენტებისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ. მანჩესტერის მუზეუმი საზოგადოებისთვის გაიხსნა 1888 წელს.

მუზეუმი ორჯერ გაფართოვდა, შესაბამისად გაფართოვდა და განვითარდა მასში არსებული კოლექციებიც. 1912 წელს, მუზეუმის პავილიონის გაფართოება დააფინანსა ჯესი ჰავორტმა, ტექსტილის ვაჭარმა, რათა ამ ადგილზე განთავსებულიყო არქეოლოგიური და ეგვიპტოლოგიური კოლექციები, რომლებიც შეძენილი იყო მისი არქეოლოგიური გათხრებიდან. მუზეუმი 1927 წელს კიდევ გაფართოვდა , ამჯერად ეთნოგრაფიული კოლექციების შესანახად. როდესაც მანჩესტერის მიმდებარე საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური საავადმყოფო გადავიდა ახალ ადგილზე, მისი ძველი შენობა გამოიყენეს სწავლებისთვის და შემდგომ იგი მუზეუმმა დაიკავა. [7]

კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანთროპოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლექცია მოიცავს დაახლოებით 16,000 არტეფაქტს, რომელთა თითქმის ნახევარი აფრიკიდანაა. ოკეანიის მასალები კოლექციის მეოთხედს შეადგენს. მუზეუმის პირველი დიდი შემოწირულობა განხორციელდა რობერტ დუკინფილდ დარბიშირისგან (18261908), 1904-1905 წლებში. დარბიშირმა მუზეუმს გადასცა დაახლოებით 700 ერთეული ნივთი. 1922 წელს ჩარლზ ჰეიპმა მუზეუმს გადასცა თავისი ოკეანური და ამერიკული კოლექცია, რომელიც შეადგენდა დაახლოებით 1500 ნივთს. მასში შედიოდა წყნარი ოკეანის კუნძულების იარაღისა კოლექცია, რომელიც შეგროვებული იყო მისიონერების და სხვათა მიერ. ლოიდის იაპონური ლითონის ნაწარმის, ჩუქურთმისა და კერამიკის კოლექცია იყო R.W Lloyd– ის ანდერძი.

პეპი II-ის რელიეფი, ეგვიპტოლოგიის კოლექციიდან

არქეოლოგიის ძირითადი კოლექციები იყო დასავლეთ ევროპიდან, ხმელთაშუა ზღვიდან, ეგვიპტედან და დასავლეთ აზიიდან. ეგვიპტის და დასავლეთ აზიის კოლექციები სერ ფლინდერს პეტრის მიერ ჩატარებული არქოლოგოიური გათხრებიდანაა, შემდგომ უნივერსიტეტის არქეოლოგები ჩაერთნენ დასავლეთ აზიის არქეოლოგიურ ექსპედიციებში, სადაც ბევრი ნივთი შეაგროვეს.

ეგვიპტური მუმიის კვლევის პროექტმა, რომელიც დაიწყო 1973 წელს როზალი დავითის ხელმძღვანელობით, მოგვაწოდა ბევრი ინფორმაცია ძველ ეგვიპტეში ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ. გალერეების განახლებულმა დიზაინმა 1984-1985 წლებში გააუმჯობესა საგამოფენო სივრცე. არქეოლოგიური კოლექციები ხელახლა გამოიფინა 2011 წელს.

მშვილდოსნობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაახლოებით 2000 ექსპონატის მშვილდოსნობის კოლექციის ბირთვი შეიქმნა ინგო სიმონის მიერ, მუზეუმს გადაეცა 1946 წელს. სიმონ იყო წარმატებული მშვილდოსანი, რომელმაც მრავალი წელი მშვილდოსნობის და მისი ისტორიის შესწავლას დაუთმო. 1914 წლიდან 1933 წლამდე მას ეკავა მსოფლიო რეკორდი მშვილდის 462 იარდზე ფრენით. [8]

ბოტანიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანჩესტერის ჰერბარიუმი შეიცავს მე-18, მე-19 და მე-20 საუკუნეებში შეგროვებულ 950 000-ზე მეტ მცენარის ნიმუშს, ამ კოლექციაში თითქმის ყველა ქვეყნის მცენარეა წარმოდგენილი. კოლექციის მხოლოდ მცირე ნაწილია მუზეუმში გამოფენილი. მნიშვნელოვანია ლეოპოლდ ჰ. გრინდონის მიერ შექმნილი მცირე კოლექცია, რომელიც მოიცავს ბევრ კულტივირებულ მცენარეს. [9] [10]

დედამიწის მეცნიერებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეოლოგიური კოლექციები უმნიშვნელოვანესი საგანძურია და იგი შედგება 9000-ზე მეტი მინერალოგიური ნიმუშისა და რამდენიმე ასეული ათასი ნამარხისგან. კოლექციის დაახლოებით მეოცედია ნაჩვენები, ხოლო დანარჩენი შენახულია, მაგრამ ხელმისაწვდომია შესასწავლად, დაინტერესებული პირებისთვის. კოლექციის დიდი ნაწილი შეგროვდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში და კოლექციებს შორისაა დევიდ ჰომფრეის და ჯორჯ ჰილკინგისა და უოტსონის კოლექციები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The Manchester Museum. Derby: English Life, 1985 (24 pp.; col. illustrations and plan)  ISBN 0-85101-249-3
  • The Manchester Museum. Manchester: the Museum, 1998 (22 pp.; col. illustrations and plan)
  • The Manchester Museum: Window to the World. 2012 (col. illustrations)
  • Cook, L.M and Logunov, D.V. 2016. Joseph Sidebotham's Lepidoptera. p. 9 – 16 The Linnean Newsletter and Proceedings of the Linnean Society of London

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Manchester Museum appoints first female Director.
  2. ბიომრავალფეროვნების გლობალური საინფორმაციო ფონდი — 2001.
  3. REVEALED | Manchester's Most Popular Tourist Attractions. ციტირების თარიღი: 2017-10-21
  4. The History of the Manchester Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-27. ციტირების თარიღი: 2009-07-24
  5. McKechnie, H. M., ed.
  6. Thompson, Joseph (1886) The Owens College: its Foundation and Growth.
  7. Hartwell, Clare; Hyde, Matthew; Pevsner, Nikolaus (2004) The Buildings of England: Lancashire: Manchester and the South-East. New Haven: Yale University Press, გვ. 428–429. ISBN 0-300-10583-5. 
  8. The Manchester Museum.
  9. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.Manchester Museum. .
  10. The Manchester Museum.