მანიტულინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუნძულ მანიტულინის სატელიტური ფოტო.

მანიტულინი (ინგლ. Manitoulin Island) — მსოფლიოში ფართობით ყველაზე დიდი კუნძული რომელიც ტბაში მდებარეობს. მანიტულინი მდებარეობს დიდი ტბების ტერიტორიაზე, ჰურონის ტბაში.

მანიტულინის ფართობი შეადგენს 2,766 კმ²-ს, კუნძულს მსოფლიოში 172-ე ხოლო კანადაში ოცდამეთერთმეტე ადგილი უკავია ფართობის მხრივ, ეს კუნძული ოდნავ აღემატება ლუქსემბურგს ფართობით.

მანიტულინი შედის კანადის პროვინციის ონტარიოს შემადგენლობაში, კუნძულის ჩრდილოეთი სანაპირო მდებარეობს ჯორჯიანას ყურის ნაპირებზე. აქ მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 12,6 ათას ადამიანს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: