მანანა აბულაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მანანა აბულაძე
დაბ. თარიღი 25 თებერვალი, 1946
დაბ. ადგილი სამტრედია, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მუშაობის ადგილი თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური განყოფილების ექიმი-ინტერნი; თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურში; კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინის და მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტში.

მანანა აბულაძე (დ. 25 თებერვალი, 1946, სამტრედია) — ქართველი მეცნიერი და ექიმი.

დაიბადა 1946 წლის 25 თებერვალს, ქალაქ სამტრედიაში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1971-1972 წლებში იყო თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური განყოფილების ექიმი-ინტერნი; თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურში მუშაობდა 1972-1973 წლებში; 1973 წლიდან აკადემიკოს კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინის და მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელია.

აქვს 40 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს. არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მეან-გინეკოლოგი.

1973 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „სასათბურე მეურნეობის მუშა ქალთა რეპროდუქტიული სისტემა და ფარისებური ჯირკვლის აქტივობა“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, გვ. 11, თბ., 2000.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]