მანავის ქვაჯვარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მანავის ქვაჯვარა — საკულტო ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში, სოფლის ჩრდილოეთით, მანავის ციხისაკენ მიმავალ გზაზე. ქვაჯვარა ერთ ქვაშია გამოკვეთილი, რომლის სიმაღლე 1 მეტრია, ხოლო სიგრძე 50 სანტიმეტრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]