მამულა (მცენარე)
მამულა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Artemisia vulgaris | ||||||||||||||
|
მამულა (ლათ. Artemisia vulgaris) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მისი ღეროს სიმაღლე 100-150 სმ აღწევს.
ფართოდ არის გავრცელებული საქართველოს თითქმის ყველა რაიონში — ბარიდან სუბალპურ სარტყლამდე, უმეტესად დანაგვიანებულ კარმიდამოებში, ბუჩქნარებში, ბოსტნებში, ნასვენებზე, მდინარის ნაპირებზე და სხვა ადგილებში.
შეიცავს და ვიტამინს, მდიდარია აგრეთვე პროტეინით (21,3%) და უჯრედისით (24,5%). იმის გამო, რომ ეთეროვან ზეთებს შეიცავს, საქონელი არ ეტანება.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნახუცრიშვილი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 399.