მამიკოები (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მამიკოები“
ჟანრი კომედია
რეჟისორი ფრანსის ვებერი
სცენარის ავტორი ფრანსის ვებერი
როლებში ჟერარ დეპარდიე, პიერ რიშარი
კომპოზიტორი ვლადიმერ კოსმა
სტუდია DD Productions, EFVE, Fideline Films
დისტრიბუტორი European International
პრემიერა 23 ნოემბერი, 1983 (1983-11-23)
ხანგრძლივობა 92 წთ.
ქვეყანა საფრანგეთის დროშა
ენა ფრანგული
საიტი IMDb ID 0085354

მამიკოები (ფრანგ. Les Compères) - 1983 წელს გადაღებული ფრანგული კინოკომედია, რეჟისორ ფრანსის ვებერის მიერ. მთავარ როლში ჟერარ დეპარდიე და პიერ რიშარი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

17 წლის ტრისტანი, მამასთან ჩხუბის შემდეგ სახლიდან გარბის. მშობლები გაარკვევენ რომ მეგობარ გოგო მიშერ რაბალთან ერთად გაიქცა. გოგოს მამა ნიცაში სასტუმრო „რივიერას“ მეპატრონეა, თუმც მისგან ვერაფერს გაიგებენ. ტრისტანის მშობლებს პოლიცის იმედი არ აქვთ და დედამისი კრისტინი ყოფილ შეყვარებულს ჟან ლუკას ჟერარ დეპარდიე შეხვდება და მოატყუებს, ტრისტანი შენი შვილია და პოვნაში დამეხმარეო. ჟანი ყოფილი პოლიციელია, ახლა კი ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობს, ერთი კრიმინალური ავტორიტეტის როსის და დეპუტატი კუდირის კავშირი უნდა დაამტკიცოს. კრისტინს შეთავაზებაზე უარს ეტყვის, აქამდე სად იყავიო.

ქალი გადაწყვეტს ყოფილ მეორე შეყვარებულს ფრანსუა პინიონს პიერ რიშარი დაურეკოს. მასაც მოატყუებს რომ ტრისტანი მისი შვილია და მოძებნაში დაეხმაროს. ფრანსუა უიღბლო ადამიანია და დეპრესია აწუხებს. ტრისტანის ამბავი გაუხარდება, კრისტინს დახმარებას დაპირდება და ნიცაში გაემგზავრება. ჟან ლუკასაც თავისი ჟურნალისტური გამოძიების გამო ნიცაში მოუწევს გამგზავრება და თან ტრისტანის მოძებნასაც გადაწყვეტს. მას თავისი სახიფათო საქმის გამო როსის ორი ბანდიტი უდგას კუდში. ჟან ლუკა „რივიერას“ მეპატრონისგან გაიგებს რომ ტრისტანს და მიშელს, გაქცევამდე მაღაზია გაუქურდავთ. ჟანი ფრანსუას შეხვდება, გაიგებენ რომ ახალგზარდა ბიჭს ეძებენ და ერთად გადაწყვეტებ გაგარძელებას, თუმცა არ იციან ერთსა და იმავე ახალზგარდას რომ ეძებენ. ბენზინგასამართ სადგურზე მიშელის დედისგან გაიგებენ რომ ახალგაზრდები ერთ გასართობ ელექტრონულ კლუბში იქნებიან. იქ შეიტყობენ რომ ორივენი ტრიტანს ეძებენ. გაბრაზებული ჟანი კრისტინას დაურეკავს და ახსნას თხოვს, ის კი ეტყვის რომ მას, პინიონს და თავის ქმარს პოლს ერთდოულად ხვდებოდა არ იცის ვინ არის მამა. ჟანი და ფრანსუა კვლავ გადაწყვეტებ ტრისტანის მოძებნას, ელექტრონულ კლუბში გაიგებენ რომ ბიჭი ნარკოტიკს იკეთებს, ხულიგნებთანაა და სან-პოლის კვარტალში ათევს ღამეს. როსის ბანდიტებს გონიათ რომ ჟანი სინამდვილეში მათი უფროსის საქმეზე მუშაობს და ტრისტანის ამბავი მოგონილია. მამიკოები გაარკვევენ რომ ტრისტანი როკერების ბარში ათევს ღამეს. ამასობაში კი მათ გაჩერებულ მანქანას ტრისტანი თავის ხულიგნებთან დაადგება და მინებს ჩაუმტვრებს. როკერების ბარში მიშელი ეტყვის რომ ტრისტანი აღარ უყვარს, ახლა როკერთა ბანდის უფროს სტეფანთანაა და ბიჭი შეუძლიათ წაიყვანონ, რომელსაც გათიშულ მთვრალს ძინავს. მამიკოები ბიჭს სასტუმროში წაიყვანენ. როცა ტრისტანი გაიღვიძებს, თავზე დაადგებიან და ეტყვიან რომ მისი მამები არიან. გაოცებული წამოხტება და სასტუმროდან გაიქცევა. ფრანსუას როსის ორი ბანდიტი დაესხმება, იგი ჟანის კომპანიონი გონიათ, დანით ტანსაცმელს დაუჭრიან და ურჩევენ მისი უფროსის საქმეს თავი დაანებონ.

ბანდიტები ჟანს მახეს დაუგებენ და მის კონტაქტორს ერთ-ერთი კაზინოს მეპატრონეს დაარეკინებენ რომ მასთან ოფისში მივიდეს. კაზინოში ჟანი მათ დაეტაკება და ორივეს გალახავს. ამ დროს კი კაზინოს მეპატრონესთან ფრანსუა მივა, რომელსაც ჟანში აერევა და გარკვეულ თანხად როსის და კუდირის მამხილებელი სურათის მიცემას დაპირდება. ფრანსუას ვერ ხვდება სიტუაციას, მისნაირი დეპრესიული ეგონება და სასტუმროს ნომერს დაუტოვებს.

მამები როკერთა კლუბში წავლენ, სადაც ტრისტანი სტეფანს მიშელის გამო ეჩხუბება და ხელს მოიტეხს. ჟანი და ფრანსუა საავადმყოფოში გადაუხვევენ ხელს და სასტუმროში წაიყვანენ, მაგრამ ისევ გაექცევათ. მამები კვლავ მივლენ კლუბში, სადაც სტეფანი და ტრისტანი კამათობენ. ისინი ბანდის უფროს გალახავენ და შვილს სასტუმროში წაიყვანენ.

კაზინოს მეპატრონეს მძიმედ დაჭრიან, ის კი ფანსუას დაურეკავს, საცხობების გზატკეცილზე დაიბარებს და ფულის სანაცვლოდ როსის და კუდირის მამხილებელი სურათს დაპირდება. ადგილზე მისულს დაღუპული დახვდება ინფორმატორი. ჟანს დაურეკავს და ეტყვის რომ შარში გაეხვა, ის კი ურჩევს სამხილები მოიშოროს და დაბრუნდეს. პინიონი დახევს სურათს და ნაგვის ურნაში გადააგდებს. ჟანი მეგობარი პოლიციელისგან გაიგებს რომ მისი ინფორმატორი დაიღუპა საცხობების გზატკეცილზე. მიხვდება ყველაფერს და პინიონს კითხავს თუ სად გადააგდო სურათი. ფრანსუას არ ახსოვს რომელ ურნაში ჩააგდო ნივთმტკიცება და ყველა ურნის გაჩრეკას დააიწყებენ. სურათს ტრისტანი იპოვნის.

ჟან ლუკა უსაფრთხოების მიზნით ფრანსუას და ტრისტანს დამალვას ურჩევს, თვითონ კი სტატიის მომზადებას დაიწყებს. გზად მიმავლებს როსის ორივე ბანდიტი გზას გადაუჭრის, სურათის დაბრუნებას მოთხოვენ და ტრისტანის გატაცებას დააპირებენ. მამები წინააღმდეგობას გაუწევენ, ბავშვს გადაარჩენენ და შემთხვევით ფრანსუა დაიჭრება. საავადმყოფოში ეტყვიან რომ მსუბუქი ჭრილობაა და შეუხვევენ.

მეორე დღეს ჟან ლუკას სტატია დიდ სენსაციას მოახდენს და ორივე დამნაშავეს დააკავებენ. ტრისტანი თანდათან დაუახლოვდება ახალ მამებს. ჯერ დედის ქმარს პოლს დაურეკავს, ეტყვის რომ მალე დაბრუნდება, ისაა ნამდვილი მამა და უყვარს. შემდეგ ცალ-ცალკე ჟანს და ფრანსუას გაიყვანს და ეტყვის რომ მამები არიან, ოღონდ არ უთხრან ერთმანეთს. ბოლოს სამივენი გახარებული სახლში ბრუნდებიან.

მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი როლი
ჟერარ დეპარდიე ჟან ლუკა
პიერ რიშარი ფრანსუა პინიონი
ანი დიუპრე კრისტინა
მიშელ ომონ პოლი
სტეფან ბიერი ტრისტანი
როლან ბლანში ჟანო
მოურის ბარიე რაფალი - ნიცის სასტუმროს მეპატრონე
ჟიზელ პასკალი ლუიზა

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრემია წლები კატეგორია ნომინაცია შედეგი
სეზარი 1984 საუკეთესო მსახიობი ჟერარ დეპარდიე ნომინაცია
სეზარი 1984 საუკეთესო სცენარი და ადაპტაცია ფრანსის ვებერი ნომინაცია

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეჟისორმა ფრანსის ვებევრმა, ჟერარ დეპარდიესა და პიერ რიშარის კომიკური წყვილი, კიდევ ორ კინოკომედიებში გადაიღო: "გაქცეულები" და "უიღბლონი".

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]