უიღბლონი (1981 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„უიღბლონი“
ჟანრი კომედია
რეჟისორი ფრანსის ვებერი
პროდიუსერი ალან პუარე
სცენარის ავტორი ფრანსის ვებერი
როლებში ჟერარ დეპარდიე, პიერ რიშარი
კომპოზიტორი ვლადიმერ კოსმა
სტუდია DD Productions, EFVE, Fideline Films
დისტრიბუტორი European International
პრემიერა 9 დეკემბერი, 1981 (1981-12-09)
ხანგრძლივობა 95 წთ.
ქვეყანა

საფრანგეთის დროშა საფრანგეთი

მექსიკის დროშა მექსიკა

მალტის დროშა მალტა
ენა ფრანგული, ესპანური
შემოსავალი 56,6 მილიონი

უიღბლონი (ფრანგ. La Chèvre (პირდაპირ თარგმანში ნიშნავს „თხას“)) - 1981 წელს გადაღებული ფრანგული კინოკომედია, რეჟისორ ფრანსის ვებერის მიერ. მთავარ როლში ჟერარ დეპარდიე და პიერ რიშარი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი კომპანიის პრეზიდენტის ალექსანდ ბენცის შვილი, მარი, რომელიც უიღბლობის გამო, სულ მუდავ ფათერაკებში ეხვევა, მექსიკაში წავა დასასვენებლად. იქ გოგო ბანდიტებს გადაეყრება და მისი კვალი გაქრება. ბოლოს გოგოს აკაპულკოს აეროპორტში ბანდიტ ალბალთან ნახავენ, გოგო აეროპორტის კარებს დაეჯახება და ასე დაიმახსოვრებენ. ალექსანდრი მექსიკის პოლიცია მიმართავს, დაიქირავებს დეტექტივ ჟან კამპანას (ჟერარ დეპარდიე), ექსტრასენსებთან მივა, მაგრამ არაფერი გამოვა და ერთი თვის შემდეგ დაანებებენ ძებნას თავს. ფირმის ფსიქოლოგ მეიერს ერთი იდეა მოუვა. ალექსანდრს ეტყვის რომ მარის მსგავსად, უიღბლო მათი თანამშრომელი ფრანსუა პერენია პიერ რიშარი და ისიც გოგოს მსგავსად ხათაბალაში ეხვევა. ამის დასამტკიცებლად სკამებით სავსე ოთახში, ერთ გაფუჭებულ სკამს დადებს და ფრანსუას შეიყვას, რომელიც ზუსტად იმ გაფუჭებულზე დაჯდება და წაიქცევა. მაიერი ურჩევს პრეზიდენტს რომ დეტექტივთან ერთად ფრანსუა გაუშვას მექსიკაში, მანაც შეიძლება იგივე შეცდომები დაუშვას რაც მარიმ და გოგოს კვალზეც გაიყვანოს. კამპანას არ მოეწონება იდეა, მაგრამ ალექსანდრის თხოვნით დათანხმდება. პერენს მოატყუებენ რომ გამჭრიახი გონება აქვს და გამოძიებაში მისი დახმარება დაჭირდებათ.

ჟანი და ფრანსუა მექსიკაში გაემგზავრებიან. აკაპულკოს აეროპორტში ფრანსუა კარებს დაეჯახება. სამედიცინო ცენტრში ეტყვიან რომ ასე ორი თვის წინ ერთ ფრანგ გოგოს მოუვიდა. კამპანა მიხვდება რომ ეს გოგო მარია და აეროპორტის დაცვას ყველაფერს გამოკითხავს, ალბალის ამბავს გაიგებს და სურათს ნახავს. ადგილობრივ პოლიციაში, კაპიტან კოსტაოსგან გაიგებენ რომ კლუბ „მზის სახლში“ ალბალის საყვარელი სონია მუშაობს.

კლუბში მისულებს სონია არ დახვდებათ, მაგრამ ფრანსუას ერთი გოგო მოეწონება და მასთან დარჩება. ჟანი მიხვდება რომ გოგოს პერენი სავსე საფულის გამო მოეწონა და გამოთმევას დაუპირებს, მაგრამ კომპანიონი არ დაუჯერებს და მათ მარტო დარტოვებს. ცოტა ხანში გოგო სიბნელეში გაიტყუებს ფრანსუას, ოთხ კაცს დააყენებს, გალახავენ და ფულს წაართმევენ. კამპანა „მზის სახლში“ დაბრუნდება, მეპატრონეს დაემუქრება და გაიგებს რომ ახლა გოგო სხვა კლუბშია. იქ მისული ნახავს მძარცველ გოგოს და საფულეს გამოართმევს. კლუბში ალბალს მოკრავენ თვალს და იარაღის მუქარით წამოიყვანენ. მას მარის სურათს აჩვენებენ და კითხავენ თუ სადაა. ალბალი ეტყვის რომ გოგო შემთხვევით ქუჩაში წაქცეული იპოვნა და უსიამოვნებებიც დაეწყო. ამჟამად გოგო ვინმე კლუბის მეპატრონე ფერნანდოსთანაა ვენესუელაში. ამ დროს შეიარაღებული ხალხი დაესხმებათ და სროლისას ბანდიტს მოკლავენ, ტყვია მანქანასაც გაუფუჭებს და ფეხით გააგრძელებენ გზას. გზაში პოლიციელები დაიჭერენ და ციხეში ჩაამწყვდევენ, სადაც უიღბლობა ჟანს გადაედება. ყოველ დღე დეტექტივი გაყავთ და ცემენ. მათ ამბავს კაპიტან კოსტაო გაიგებს და ორივეს გამოაშვებინებს. კამპანას მითითებით ფერნანდოს დაიჭერენ, დაკითხვისას იტყვის რომ გოგო მათთან მართლაც იყო, მაგრამ მისი დამალვა გადაწყვიტეს და თვითმფრინავში ჩასვეს, რომელიც ჯუნგლების თავზე უგზო-უკვლოდ დაიკარგა. გოგოს დაღუპულად გამოაცხადებენ. ამის არ სჯერა ფსიქოლოგ მეიერს, რომელიც ურჩევს კამპანას, პერენი ჩასვას თვითმფრინავში და იმავე გზაზე გაფრინდნენ. ჟანი წინააღმდეგია, მაგრამ ფრანსუა გაიგებს და დათანხმდება. ჯუნგლების თავზე ფრენისას, ფრანსუას ფუტკარი უკბენს, დასივდება და ავარიულად ადგილობრივ საავადმყოფოში დაჯდებიან.

საავადმყოფოში ერთ, შეხვეულ ინდიელს ნახავენ, რომლის სოფელიც დაიწვა და ყველაფერს ერთ უცნობ გოგოს აბრალებს. სურათის ნახვის შემდეგ დაადასტურებს რომ ეს მარია. ტყეში მოძებნიან გადამწვარ სოფელს, მაგრამ გოგოს კვალს ვერ მიაგნებენ. კამპანა საჭესთან ფრანსუას დასვავს და გზა აებნევათ. ჟანს ყელში ამოუვა ფრანსუას გამოხტომები და ეტყვის სიმართლეს. რომ ის მარისავით დაბნეულია და იმიტო წამოიყვანა რომ თავისი უიღბლობით შეძლება მის კვალს დადგომოდნენ. აღშფოთებული ფრანსუა ჟანს დაესხმება თავს, მაგრამ წაიქცევა და გონს დაკარგავს. ჟანი ადგილობრივ საავადმყოფოში წაიყვანს ფრანსუას და პალატაში მარისთან ერთად მოხვდება. მსუბუქად დაშავებული უიღბლოები ხელს ჩაკიდებენ ერთმანეთს და გარეთ გამოვლენ. გაკვირვებული ჟანი გამოეკიდება და მარის იცნობს. წყვილი მდინარეზე ტივით მისეირნოს.

მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი როლი
ჟერარ დეპარდიე ჟან კამპანა
პიერ რიშარი ფრანსუა პერენ
კორინ შარბი მარი ბენცი, გაუჩინარებული გოგონა
ანდრე ბალარდი მეიერი, ფირმის ფსიქოლოგი
ხორხე ლიუკე ხუან ალბალი
მიშელ რობენი ალექსანდ ბენცი
პედრო არმენდარის-უმცროსი კოსტაო, პოლიციის კაპიტანი

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრემია წლები კატეგორია ნომინაცია შედეგი
National Board of Review, USA 1985 საუკეთესო უცხოური ფილმი უიღბლონი გამარჯვებული

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეჟისორმა ფრანსის ვებევრმა, ამ ფილმში პირველად ათამაშა ჟერარ დეპარდიესა და პიერ რიშარის კომიკური წყვილი, რომელბიც შემდეგ კიდევ ორ კინოკომედიებში გადაიღო: "გაქცეულები" და "მამიკოები".

1991 წელს ამერიკელმა რეჟისორმა ნადია ტასმა გადაიღო ფილმის რიმეიკი „Pure Luck“, მთავარ როლებში დენი გლოვერი და მარტინ შორტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]