მამბილიკალათილ გოვინდ კუმარ მენონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მამბილიკალათილ გოვინდ კუმარ მენონი
ინგლ. Mambillikalathil Govind Kumar Menon
დაბ. თარიღი 28 აგვისტო, 1928(1928-08-28)
დაბ. ადგილი მანგალური
გარდ. თარიღი 22 ნოემბერი, 2016(2016-11-22)[1] (88 წლის)
გარდ. ადგილი ნიუ-დელი[2]
მოქალაქეობა  ინდოეთი
საქმიანობა ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი Indian Space Research Organisation
ალმა-მატერი ბრისტოლის უნივერსიტეტი და Tata Institute of Fundamental Research
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი, Padma Bhushan, Shanti Swarup Bhatnagar Prize for Science and Technology, Padma Shri in science & engineering, Padma Vibhushan, Abdus Salam Medal და Om Prakash Bhasin Award

მამბილიკათილ გოვინდ კუმარ მენონი ( დ. 28 აგვისტო 1928გ. 22 ნოემბერი 2016 ) — ინდოელი ფიზიკოსი და პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმაღლესი განათლება მიიღო იასვანტის კოლეჯში ჯოდპურში და ბომბეის სამეფო მეცნიერების ინსტიტუტში. შემდეგ დოქტორის ხარისხის მისაღებად გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში ბრისტოლის უნივერსიტეტში. 1952-1955 წლებში ამ სასწავლო დაწესებულებაში ატარებდა კვლევებს. 1953 წელს მან სესილ პაუელის ხელმძღვანელობით წარმატებით დაიცვა დისერტაცია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაზე. 1955 წელს შეუერთდა ბომბეის ტატას ფუნდამენტური კვლევების ინსტიტუტს ბომბეიში. 1961 წლიდან მიიღო პროფესორის აკადემიური წოდება, ხოლო 1966 წელს, 38 წლის ასაკში, ხელმძღვანელობდა ამ ინსტიტუტს ჰომი ბაბას გარდაცვალების შემდეგ; ამ თანამდებობას 1975 წლამდე იკავებდა, თავად უნივერსიტეტში კი 1996 წლამდე მუშაობდა.

იყო ინდოეთის ეროვნული სამეცნიერო აკადემიის წევრი (INSA; 1970). [3] 1971 წელს დაინიშნა ინდოეთის მთავრობაში ელექტრონიკის სამინისტროს მდივნად, იმავე წელს გახდა ინდოეთის მეცნიერებათა აკადემიის (IASc) აკადემიკოსი, ხოლო 1974-1976 წლებში დაიკავა აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა. 1970 წლის მარტში გახდა ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი, 1981 წელს — ვატიკანის მეცნიერებათა პაპის აკადემიის აკადემიკოსი. 1982 წელს აირჩიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული ფიზიკის განყოფილების უცხოელ წევრად . [4]

მენონის კვლევის ძირითადი სფერო იყო კოსმოსური სხივები, ნაწილაკების ფიზიკა, პირველ რიგში პროტონის დაშლის ძიება და კოსმოსური მუონის ნეიტრიონების აღმოჩენა. 1961 წელს მიენიჭა პადმა შრის, 1968 წელს — პადმა ბჰუშანის, [3] და 1985 წელს — პადმა ვიბჰუშანის ჯილდოები. 1972 წლიდან იყო ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციის ხელმძღვანელთა საბჭოს წევრი, ასევე ხელმძღვანელობდა ინდოეთის სტატიკის ინსტიტუტს. იყო ბომბეის ინდოეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ალაჰაბადის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტის აკადემიური საბჭოების წევრი.

1989 წელს პრემიერ-მინისტრმა ვიშვანათ პრატაპ სინგმა დანიშნა მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და განათლების საკითხთა სახელმწიფო მინისტრად. 1990 წლიდან 1996 წლამდე ის იყო რაჯია საბჰას (ინდოეთის პარლამენტის ზედა პალატის) წევრი, წარმოადგენდა ჯანატა დალის პარტიას.

1988 წელს მის საპატივსაცემოდ ასტეროიდს (7564) დაარქვეს გოკუმენონი.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც მეცნიერი ბრისტოლის უნივერსიტეტში პროფესორ სესილ ფ. პაუელის ხელმძღვანელობით სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობდა, გაიცნო და დაქორწინდა ინდუმატი პატელზე, რომელიც ასევე მუშაობდა ფილოსოფიის ხარისხის მოსაპოვებლად. წყვილს შეეძინა ორი შვილი: ანანტ კ. მენონი, ნიუ-იორკის Weill Cornell Medicine უნივერსიტეტის ბიოქიმიის კათედრის პროფესორი და პრეეტი ვაიდი, პრაქტიკოსი რადიოლოგი ნიუ-დელიში. მენონს ჰყავს შვილიშვილი, კართიკეია მ. მენონი. სწავლობს ნიუ-იორკში Icahn School of Medicine at Mount Sinai -ში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Indian Academy of Sciences Year Book 2011 website www.ias.ac.in
  • Third World Academy of Sciences Year Book 2011 website www.twas.org

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://historygreatest.com/m-g-k-menon-indian-physicist-died-at-88
  2. Sreekantan B. V., Cowsik R. M. G. K. Menon (1928–2016) // Science / H. ThorpNorthern America: AAAS, 2017. — Vol. 355, Iss. 6325. — P. 586. — ISSN 0036-8075; 1095-9203
  3. 3.0 3.1 Fellows of the Indian National Science Academy 1935—1984 // Indian National Science Academy: New Delhi, 1984.
  4. მამბილიკალათილ გოვინდ კუმარ მენონი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ოფიციალურ საიტზე.