შინაარსზე გადასვლა

მამა ბრაუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მამა ბრაუნი — ინგლისელი რომანისტის, გილბერტ კით ჩესტერტონის, გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც კათოლიკე მღვდელი და მოყვარული დეტექტივია. იგი მწერლის 53 მოთხრობაში გვხვდება, რომლებიც 1910-1936 წლებში გამოქვეყნდა. მამა ბრაუნი ჩახლართული დანაშაულების გასახსნელად ინტუიციასა და ადამიანური ბუნებისადმი ღრმა წვდომის უნარს იყენებს.[1] პერსონაჟი დაფუძნებულია ბრედფორდის კათოლიკე მღვდელი ჯონ ო’კონორის პიროვნებაზე, რომელმაც 1922 წელს ჩესტერტონი კათოლიციზმზე მოაქცია.

მამა ბრაუნი ჩესტერტონის პერსონაჟებს შორის ყველაზე მეტად გამოხატავს მწერლის მსოფლმხედველობას. იგი დანაშაულებს მკაცრი მსჯელობის პროცესის გზით ხსნის, რომელიც არა იმდენად სპეციპიკურ სამეცნიერო დეტალებს, არამედ სულიერ და ფილოსოფიურ ჭეშმარიტებებს ეფუძნება, რაც მას ართურ კონან დოილის შერლოკ ჰოლმსის საპირწონედ აქცევს.[] აღსანიშნავია, რომ მამა ბრაუნის მოთხრობათა სერია წინ უსწრებდა ჩესტერტონის კათოლიციზმზე მოქცევას.

იტალიელი მარქსიზმის თეორიტიკოსი ჩესტერტონის და კონან დოლის პერსონაჟების შესახებ წერს:

მამა ბრაუნი კათოლიკეა, რომელიც პროტესტანტების მექანიკური აზროვნების პროცესებს დასცინის, წიგნი კი ანგლიკანური ეკლესიის წინააღმდეგ კათოლიკური ეკლესიის აპოლოგიას წარმოადგენს. შერლოკ ჰოლმსი ‘პროტესტანტი’ დეტექტივია, რომელიც დანაშაულს მინიშნებების თანმიმდევრული მიყოლის, მეცნიერებაზე, ექსპერიმენტულ მეთოდსა და ინდუქციაზე დაყრდნობით ხსნის. მამა ბრაუნი კი კათოლიკე მღვდელია, რომელიც აღსარების მეთოდისა და მამათა მორალური კაზუისტიკის მუდმივი საქმიანობით მიღებული ფსიქოლოგიური გამოცდილების საშუალებით, მეცნიერებისა და ექსპერიმენტირების მეთოდის უარყოფის გარეშე, დედუქციასა და ინტროსპექციაზე დაყრდნობით, მთლიანად ჯაბნის შერლოკ ჰოლმსს და უბადრუკად წარმოაჩენს მას. უფრო მეტიც, ჩესტერტონი დიდებული ხელოვანია, კონან დოილი კი საშუალო დონის მწერალია, მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურული ღვაწლის გამო რაინდის წოდება მიანიჭეს. ამრიგად, ჩესტერტონთან გვხვდება სტილისტური უფსკრული შინაარსს, დეტექტიურ სიუჟეტსა და ფორმას შორის, და შესაბამიდად მსუქუბი ირონია განხილულ საკითხთან დაკავშირებით, რაც მის მოთხრობებს სასიამოვნოდ წასაკითხად აქცევს.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Rosemary., Herbert (2003-01-01). Whodunit? : a who's who in crime & mystery writing. Oxford University Press, გვ. 24. ISBN 0195157613. OCLC 252700230. 
  2. Gramsci, Antonio (2011). Letters from Prison. New York: Columbia University Press, გვ. 354. ISBN 978-0-231-07553-4.  Conan Doyle believed he had been knighted for political propaganda work.


შეცდომა ციტირებაში ჯგუფი „georgian“ არსებული ტეგებისათვის <ref> ვერ მოიძებნა შესაბამისი ტეგი <references group="georgian"/>, ან გამოტოვებულია დამხურავი ტეგი </ref>; $2