მალხაზ ბერუაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალხაზ ბერუაშვილი
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი მალხაზ ნოეს ძე ბერუაშვილი
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 14 ოქტომბერი, 1961 (1961-10-14) (62 წლის)
დაბ. ადგილი ქარელი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი
საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი ჭიდაობა
სახეობა სამბო
კლუბი „დინამო“ (თბილისი)
მედლები
საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
სამბო
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრო მოსკოვი 1990 +100 კგ
ევროპის ჩემპიონატი
ოქრო თელ-ავივი 1990 +100 კგ
ოქრო ტურინი 1991 +100 კგ

მალხაზ ბერუაშვილი (დ. 14 ოქტომბერი, 1961, ქარელი) — ქართველი და საბჭოთა მოჭიდავე და სამბისტი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1990) და საბჭოთა კავშირის ორგზის აბსოლუტური ჩემპიონი (1987, 1989). ძიუდოში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატსა (1984) და საბჭოთა კავშირის ხალხთა VIII სპარტაკიადაში გამარჯვებული (1983). საქართველოს ხუთგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1979, 1982, 1984, 1987, 1989). საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1990).

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ტურნირი მასპინძელი წონითი კატეგორია ადგილი
1990 მსოფლიო ჩემპიონატი დროშა: სსრკ სსრკ, მოსკოვი +100 კგ 1st
1990 ევროპის ჩემპიონატი ისრაელის დროშა ისრაელი, თელ-ავივი +100 კგ 1st
1991 ევროპის ჩემპიონატი იტალიის დროშა იტალია, ტურინი +100 კგ 1st

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1982 წლის დეკემბერში სპორტულმა ჟურნალისტებმა და სპეციალისტებმა მალხაზ ბერუაშვილი საქართველოს მეათე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.[1]

1983 წლის დეკემბერში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციამ წინასაახალწლო ტრადიციული გამოკითხვის შედეგების მიხედვით დაადგინა საქართველოს 1983 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი. საქართველოს № 8 სპორტსმენად (39 ქულა) დასახელდა მალხაზ ბერუაშვილი („დინამო“, მწვრთნელი ბ. მაზიაშვილი).[2]

1990 წლის დეკემბერში სპორტულმა ჟურნალისტებმა მალხაზ ბერუაშვილი საქართველოს მერვე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს 10 საუკეთესო // „ლელო“, 29 დეკემბერი, 1982, № 249 (7310), გვ. 1.
  2. 10 საუკეთესო // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1983, № 250 (7561), გვ. 1.
  3. დავით გობეჯიშვილი — საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი // „ლელო“, 1 იანვარი, 1991, № 1 (10414), გვ. 1.