შინაარსზე გადასვლა

მალიშევის სახლი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალიშევის სახლი
Дом Малышева
კოორდინატები 59°43′00″N 30°24′16″E / 59.716637° ჩ. გ. 30.404341° ა. გ. / 59.716637; 30.404341
მდებარეობა პუშკინი, რუსეთი
არქიტექტორი ვასილ სტასოვი
სტილი კლასიციზმი
თარიღდება 1822-1825
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7830269000

მალიშევის სახლი (რუს. Дом Малышева) — ისტორიული შენობა პუშკინში. აგებულია 1822-1825 წლებში. მიეკუთვნება რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიას. სახლი მდებარეობს ორანჟერეის ქუჩაზე № 17/16.

აღნიშნული შენობის პროექტი ეკუთვნოდა არქიტექტორ ვ. პ. სტასოვს. გარკვეული ხნის განმავლობაში იგი დაკავებული იყო მეზობლად მდებარე დიდი ორანჟერეის მშენებლობით. ცნობილია, რომ 1840 წელს მალიშევის სახლის პირველ სართულზე ტავერნა განათავსეს. 1858 წელს სახლის მფლობელი გახდა ვაჭარი, ალექსანდრე ივანეს ძე მალიშევი, რომლის სახელიც ეწოდა ამ სახლს. მოგვიანებით სახლი ეკუთვნოდა სასახლის ადმინისტრაციას. სასახლის თანამშრომლები, სწორედ ამ სახლში ცხოვრობდნენ. 1870-იან წლებში განხორციელდა სახლის არქიტექტურული რეკონსტრუქცია. გაკეთდა და მოეწყო ახალი სადარბაზო და კიბეები. 1896 წლიდან 1920 წლამდე პირველ სართულზე, სადაც შვიდი ოთახი იყო განთავსებული, რომელთაგან ორი გამოყენებული იყო ოფისად, ცხოვრობდა მეფის სასახლის არქიტექტორი სილვიო დანინი. მეორე სართულის ნახევარი ეკუთვნოდა ზნამენსკაიას ეკლესიის მღვდელს. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, სახლი გეგმა შეცვალეს და რეკონსრუქციის დროს გაიზარდა ბინების რაოდენობა.[1][2]

დღეს შენობა, კვლავ საცხოვრებლად გამოიყენება. იგი კლასიციზმის სტილშია შესრულებული. ისევე როგორც სასათბურე მეურნეობის გასწვრივ ორივე კორპუსს, ამ სახლსაც ქვის ღობის იგივე ტიპი აქვს. შენობა შემკულია მოდილიონის კარნიზებით. მეორე სართულის ფანჯრები კი სანდრიკებით არის მორთული.[1][2]

  • Семенова Г. В. (2009). Царское Село: знакомое и незнакомое. М.: Центрполиграф. pp. 304–305. ISBN 978-5-9524-4249-8.
  • Тыжненко Т. Е. (1990). Василий Стасов. Л.: Лениздат. p. 49.
  • Козлов А.В. (2010). Сильвио Данини: материалы к творческой биографии. СПб.: КОЛО.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]