შინაარსზე გადასვლა

მაკგრეგორის მუზეუმი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაკგრეგორის მუზეუმი
28°44′59″ ს. გ. 24°46′48″ ა. გ. / 28.74972° ს. გ. 24.78000° ა. გ. / -28.74972; 24.78000
დაარსდა 1907
ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
მდებარეობა Kimberley
კლასიფიკაცია მულტიდისციპლინური მუზეუმი
ოფიციალური საიტი museumsnc.co.za/new site/
Map

მაკგრეგორის მუზეუმი (ინგლ. McGregor Museum), ოფიციალურად ალექსანდრ მაკგრეგორის მემორიალური მუზეუმი (ინგლ. Alexander McGregor Memorial Museum) — მულტიფუნქციური მუზეუმი კიმბერლში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. მუზეუმი დაარსდა 1907 წელს და დაწესებულება ემსახურება როგორც ქალაქ კიმბერლს, ასევე ჩრდილოეთ კაპლანდს.

მაკგრეგორის მუზეუმი თავდაპირველად განთავსებული იყო სპეციალურ ნაგებობაში, ჩაპელის ქუჩაზე, კიმბერლიში და დამატებით სივრცეებს საჭიროებდა. მუზეუმი დღემდე იმართება სამეურვეო საბჭოს მიერ და ფინანსურად მას ეხმარებოდა კიმბერლის მუნიციპალიტეტი (1950-იანი წლებიდან). მოგვიანებით დამფინანსებელი კაპლანდის პროვინციული ადმინისტრაცია, დღედღეისობით კი ჩრდილოეთ კაპლანდის ადმინისტრაცია სპირტის, ხელოვნებისა და კულტურის განხრით გახდა. 2014 წლის მაისში მაკგრეგორის მუზეუმი პროვინციულ საზოგადოებრივ ორგანიზაციად გამოცხადდა, რა სტატუსიც მას 2014 წლის 1 აპრილიდან აქვს მინიჭებული.[1]

ალექსანდრ მაკგრეგორი კიმბერლის მაიორი იყო, რომლის ცოლმაც მუზეუმი მის სამახსოვროდ უანდერძა რეგიონს.[2]

დღესდღეობით მუზეუმის სათაო ოფისი მდებარეობს ძველი კიმბერლის სანატორიუმის შენობაში, ბელგრავიაში, კიმბერლიში. დაწესებულებას ამჟამად რამდენიმე დაწესებულება ეკუთვნის, მათ შორის თავდაპირველი ნაგებობა ჩაპელის ქუჩაზე.[3] მუზეუმი 1907 წლის 24 სექტემბერს დაარსდა. 1994 წლიდან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 24 სექტემბერი მემკვიდრეობის დღედაა გამოცხადებული და უქმე დღედაა გამოცხადებული.

მაკგრეგორის მუზეუმი არის პირველი კვლევითი ინსტიტუტი ჩრდილოეთ კაპლანდის ტერიტორიაზე (მას დიდირ ოლი აქვს მემკვიდრეობის სკოლის ჩამოყალიბებაში, რომელიც სოლ პლაატიეს უნივერსიტეტის ნაწილია[4]), რომელიც მუშაობს ბუნებრივი და კულტურული ისტორიის შესახებ (ეს მოიცავს: ზოოლოგიას, ბოტანიკას. ზოგად ისტორიას, სამხრეთ აფრიკის ისტორიას, არქეოლოგიასა და სოციალურ ანთროპოლოგიას). მუზეუმი მოცავს მნიშვნელოვან კოლექციებსა და საარქივო მასალებს. კოლექციების ნაწილი მუზეუმის კვლევითი საქმიანობის შედეგადაა მოპოვებული. მუზეუმი ასევე ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და აქტივობებს, რომლებიც მთელს რეგიონში ხორციელდება. დაწესებულების კვლევითი საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტებსაც.

მუზეუმის დირექტორები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკგრეგორის მუზეუმი მოქმედებს როგორც პროვინციული საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელსაც სამეურვეო საბჭო მართავს. მუზეუმს ფინანსურად თავდაპირველად კიმბერლის მუნიციპალიტეტი ეხმარებოდა, ასევე დე ბირსი (De Beers) და სხვადასხვა დონორები (1907 წლიდან). მოგვიანებით მუზეუმს ეხმარებოდა კაპლანდის პროვინციის ადმინისტრაცია (1958 წლიდან). 1994 წლიდან მუზეუმი ყოველწლიურ გრანტს იღებს ჩრდილოეთი კაპლანდის სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის დეპარტამენტისგან, რომელიც ხელფასს უხდის მუზეუმის მომსახურე პერსონალს.

მაკგრეგორის მუზეუმის დირექტორები იყვნენ:

  • მარია უილმანი (1908–1946)
  • ჯონ ჰიასინთ პაუერი (1947–1958)
  • რუდოლფ კარლ ბიგალკი (1958–1964)
  • რიჩარდ ლივერსიჯი (1966–1986)
  • ელიზაბეთ ანი ფოგტი (1987–1999)
  • კოლინ ფორტუნა (2000-2014)
  • სანეტ სუანეპოელი (2014-2017) (მოვალეობის შემსრულებელი)
  • სანეტ სუანეპოელ (2017- დღემდე)

კოლექციები და გამოფენები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმში დაცულია ბუნებისა და კულტურის ისტორიის კლიექციები, რომელთა შორისაა: ბოტანიკური ჰრბარიუმი, ზოოლოგიური კოლექციები, ისტორიული არქივი (რომელიც მოიცავს დოკუმენტებს, ფოტოსურათებს და ისტორიულ ჩანაწერებს), ეთნოგრაფიულ კოლექციას, არქეოლოგიისა და ქვაზე კვეთის ნიმუშებს, ფიზიკური ანთროპოლოგიის, პალეონტოლოგიისა და გეოლოგიის კოლექციებს. კოლექციები და მასთან დაკავშირებული კვლევითი პროგრამები მუზეუმის სხვადასხვა სექციებსა და ნაგებობებშია განთავსებული, ასევე რეგიონში მდებარე სხვა მცირე ზომის ამგვარი ტიპის დაწესებულებებში.

სესილ როდსი სანატორიუმის წინ კიმბერის ალყის დროს

იმის გამო, რომ მუზეუმის კოლექცია ძალიან გაიზარდა, ექსპონატებისათვის საჭირო გახდა ახალი შენობა. 1973 წელს მუზეუმის სათაო ოფისი ყოფილი კიმბერლის სანატორიუმის (აშენებული 1897 წელს) შენობაში გადავიდა, რომელიც ამავდროულად სასტუმრო ბელგრეივს (1908 - 1933) წარმოადგენდა. დაწესებულებაში ასევე იყო განთავსებული კიმბერლის წმინდა საოჯახო სამონასტრო სკოლა (1933 - 1971). მუზეუმის ახალი სათაო ოფისი ოფიციალურად გაიხსნა 1976 წლის 22 ნოემბერს. კიმბერლის ალყის განმავლობაში (1899 წლის 14 ოქტომბერი - 15 თებერვალი, 1900), რომელიც, თავის მხრივ, ბურების მეორე ომის ნაწილს წარმოადგენს, სანატორიუმში განთავსებული ნივთები სესილ როდსის სახლში იყო განთავსებული.

მმაკგრეგიორის მუზეუმის განყოფილებებს შორისაა: ქალაქში მდებარე თავდაპირველი მაკგრეგორის მემორიალური მუზეუმი (აქ მოცემული ექსპონატები ქალაქის დამთვალიერებლებს ქალაქის ისტორიის შესახებ უამბობს), დაგან-კრონინის გალერეა (ფოტოგრაფიისა და ეთნოგრაფიის განყოფილება), ორი სახლ-მუზეუმი, დანლუკისა და რუდის სახლი, ავიაციის მუზეუმის პიონერები, მაგერსფონტეინის ბრძოლის ველის მუზეუმი, უანდერუერკის მღვიმე, რომელიც კურმენის მიმდებარედ არსებობს და უილდებესტ კუილის კლდეების ხელოვნების ცენტრი, რომელიცც კიმბერლის გარეთ მდებარეობს.

მუზეუმის პროექტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკგრეგორის მუზეუმი სამხრეთ აფრიკის მუზეუმების ასოციაციის 77-ე ეროვნული კონფერენციის (ჩატარდა 2013 წლის ოქტომბერში) ერთ-ერთი მასპინძელი დაწესებულება იყო. სამხრეთ აფრიკის მუზეუმების ასოციაცია 1936 წელს დაარსდა კიმბერლიში. მაკგრეგორის მუზეუმმა მონაწილეობა მიიღო ოქროსა და ალმასის საუბილეო კონფერენციების მასპინძლობაში 1986 და 1996 წლებში.

უენდერუერკის მღვიმე პირველი ხარისხის ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლი 2009 წლის მარტში გახდა. 2009 წლის ივნისში მღვიმს მიმდებარედ საერთაშორისო სიმპოზიუმი მოეწყო.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Notice 394, Pravin Gordhan, Government Gazette 37653, 23 May 2014
  2. Hart, R. (ed) 2007. Chapters from the past: 100 years of the McGregor Museum, 1907–2007. Kimberley: McGregor Museum.
  3. Hart, R. (ed) 2007. Chapters from the past: 100 years of the McGregor Museum, 1907–2007. Kimberley: McGregor Museum.
  4. As announced by the MEC for Sport Arts and Culture, Pauline Williams, in her Budget Speech, 2013, reported in the Diamond Fields Advertiser 24 May 2013, p 2
  5. Bamford, M. & Thackeray, F. 2009. Continued excavations at Wonderwerk Cave. The Digging Stick 26(2):21–22