მაკარ ხუბუა
მაკარ ხუბუა (დ. 12 ოქტომბერი, 1890, უშაფათი — გ. 29 ივნისი, 1956, თბილისი) — ქართველი ირანისტი, საქართველო-სპარსეთის ურთიერთობათა მკვლევარი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1925 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტი ლინგვისტური განხრით. 1931-1932 წლებში მივლინებული იყო ლენინგრადში, გაიარა ასპირანტურის კურსი ირანისტიკაში. იკვლევდა ჯერ თანამედროვე სპარსულ ლიტერატურას, შემდეგ სპარსული პოეტური ენისა და სტილის საკითხებს, აგრეთვე ქართულ-სპარსულ ენობრივ კონტაქტებსა და ისტორიულ ურთიერთობას. გამოქვეყნებული აქვს წერილები: „ქართულ-ირანული ურთიერთობიდან“ (1940), „სპარსული ბეითის სარითმო ელემენტები“ (1943), „პოეტური ენისა და სტილის საკითხები კლასიკურ სპარსულში“ (1950), „სპარსული სიტყვები მეგრულში“ (1952), და სხვა. პირველად თარგმნა და გამოაქვეყნა ირანელი მწერლის ჯამალზადეს ნოველები. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ირანელი მეფეების საქართველოში დაცული ბრძანებებისა და სხვა ისტორიული დოკუმენტების შესწავლა-გამოქვეყნებაში. საეტაპო მნიშვნელობისაა მისი ნაშრომი „საქართველოს მუზეუმის სპარსული ფირმანები და ჰოქმები“ (1949). ასევე ავტორია წიგნებისა „ზემოაჭარის ენობრივი მიმოხილვა“ (1932) და „მეგრული ტექსტები“ (1937).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გვახარია, ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 512.