მაიმუნთა მეფე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Xiyou.PNG

მაიმუნთა მეფე (სუნ ვუკონი; 孫悟空 / 孙悟空) - ლეგენდარული ფიგურა ჩინეთში, ყველაზე ცნობილია, როგორც XVI საუკუნის ჩინური რომანის "მოგზაურობა დასავლეთში (西遊記 / 西游记)" და მისი სხვადაახვა ადაპტაციის ერთ-ერთი მთავარი გმირი. მაიმუნთა მეფე რომანის დაწერამდეც არსებობდა ჩინეთის ფოლკლორში, მისი პერსონაჟი შთაგონებულია მაიმუნის ღმერთის, ჰანუმანმას მიერ ინდური "რამაიანადან" და ასევე სხვა წყაროებით [1]. რომანში ის ქვისგან დაბადებული მაიმუნია, რომელიც ზებუნებრივ ძალებს იძენს დაოსისტური პრაქტიკების მეშვეობით. ის სამოთხეს წინააღმდეგ აჯანყდა და ბუდას მთის ქვეშ იყო დატყვევებული, შემდეგ მან გაიცნო ბერი ტანგ სუნზუნგი (唐三藏), რომელთანაც ერთად გაემგზავრა ბუდისტური სუტრების საპოვნელად დასავლეთში (ინდოეთის ნახევარკუნძული), სადაც ბუდა და მისი მიმდევრები ცხოვრობენ. სუნ ვუკონგი ზებუნებრივად ძლიერი და სწრაფია, შეუძლია სხვადასხვა ცხოველის და ნივთის ფორმის მიღება, ადამიანების ჯადოსნურად გაჩერება და ნაწილობრივი ამინდის მართვა. მისი თმა ჯადოსნურია და შეუძლია მისი კლომების ან სხვადასხვა იარაღის გამოძახენა. ასევე ის უძლიერესი მეომარია.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაიმუნთა მეფე ინდური და ჩინური ფოლკლორის შერწყმად ითვლება. მისი შთაგონების მთავარ წყაროდ ითვლება ინდური ეპოსის "რამაიანას" მაიმუნთა ღმერთი ჰამანმანა, რომელზეც ისტორიებს ჩინეთში ჩამოსული ბუდისტები ავრცელებდნენ. ჰამანმანა ქარის ღმერთის შვილია, მაიმუნთა მეფის დაბადების ისტორია კი ქვაზე ქარის დაბერვას აღწერს.

მის პერსონაჟზე ასევე გავლენა იქონია ლეგენდებმა თეთრ მაიმუნზე და, შესაძლოა, ფუჟოუს პროვინციის ხალხურმა რწმენამ მაიმუნ ღმერთებში. მისი ბუდისტური რელიგიური სტატუსი არ არის აღიარებული, მაგრამ ბუდისტების და არაბუდისტების შორისაც ის ძალზე პოპულარულია და კულტურულ გმირად ითვლება.

მოგზაურობა დასავლეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაიმუნთა მეფე დაიბადა ქვისგან. ქვაზე ზეგავლენას ახდენს როგორც სამოთხეს პოზიტიური ენერგია, ასევე დედამიწის ნეგატიური, ამიტომ (დაოსისტური ფილოსოფიის თანახმად) მას ცოცხალი არსებების წარმოშობა შეუძლია ქვისგან ჩნდება კვერცხი, კვერცხზე უბერავს ქარი და იბადება მაიმუნი. ის უმეგობრდება მთის სხვა ცხოველებს, მაიმუნის სიმამაცის ჩვენების შემდეგ ისინი მას მეფედ აღიარებენ. ერთ-ერთი მისი მეგობარი კვდება და მაიმუნს უკვდავების საიდუმლოს გაგება უნდა. ხანგრლივი მოგზაურობის შემდეგ ის პოულობს დაოსისტ ბერს, რომელიც მას საიდუმლო ძალებს უმხელს, მათ შორის უკვდავებას. დრაკონთა მეფე მას უძლიერეს იარაღს აძლევს.

მიუხედავად ახალი ძალების მაიმუნი ალკოჰოლური მოწამლვისგან კვდება, მიწისქვეშა სამყაროში ის სკანდალით შლის თავის სახელს სიკვდილის წიგნიდან და დედამიწაზე ბრუნდება. ეს ამბავი შეიტყო სამოთხის იმპერატორმა და სამოთხეში ცხენების მომვლელად დანიშნა. თავისი პოზიციით უკმაყოფილო მაიმუნი დაუკითხავად დედამიწაზე ბრუნდება, ამარცხებს იმპერატორის ჯარს და თავის თავს "სამოთხის სწორად" ასახელებს. ამისთვის და დაუმორჩილების ბევრი სხვა გამოვლენისთვის ბუდა მას მთის ქვეშ ატყვევებს. ხუთასი წლის შემდეგ მას ათავისუფლებს ბერი ტან სუნზუნგი, მაიმუნი მისი მოსწაბლე ხდება და მასთან ერთად დასავლეთში მიდის ბუდისტური სუტრების მოსაპოვებლად. მგზავრობისას ის მასწავლებელს იცავს, გზის ბოლოს დასავლეთის ბუდა მას "ყოვლისდამმარცხებელი ბუდის" წოდებას აძლევს და მაიმუნი ციურ სტატუსს იღებს. მისი შემდგომი ბიოგრაფია ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის მიუწვდომელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Shahar, Meir. The Shaolin Monastery: History, Religion, and the Chinese Martial Arts. Honolulu: University of Hawai'i Press, 2008 (ISBN 0-8248-3110-1)
  • Wu, Cheng−en (1982). Journey to the West. Translated by Jenner, William John Francis. Beijing: Foreign Languages Press. ISBN 0835110036.
  • Shahar, Meir (2008). The Shaolin monastery: History, religion, and the Chinese martial arts. Honolulu: University of Hawaii Press. pp. 92–93. ISBN 9780824831103.
  • Wu Cheng'en and Anthony Yu. The Journey to the West: Vol. 2(Chicago, Illinois: University of Chicago Press), 108-109.
  • Journey to the West, Wu Cheng'en (1500–1582), Translated by Foreign Languages Press, Beijing 1993.