მაიკლ დუდიკოფი
იერსახე
| მაიკლ დუდიკოფი | |
|---|---|
|
მაიკლ დუდიკოფი | |
| დაბადების სახელი | მაიკლ ჯოზეფ სტივენ დუდიკოფი |
| დაბადების თარიღი | 8 ოქტომბერი 1954 |
| საქმიანობა | მსახიობი |
| აქტიური | 1978-2004-დღემდე |
მაიკლ ჯოზეფ სტივენ დუდიკოფი (ინგლ. Michael Dudikoff; დ. 8 ოქტომბერი 1954) — ამერიკელი მსახიობი. სხვადასხვა დროს მონაწილეობა მიიღო ფილმებში: „ტრონი“ (1982), „კაცების წვეულება“ (1984), „ჯარის მეთაური“ (1988), „მაყუჩი“ (1999) და სხვა. ცნობილია აგრეთვე ჯო არმსტრონგის როლით ფილმში „ამერიკელი ნინძა“. დაიბადა მამამისის, ეროვნებით რუსის — ჯოზეფ სტივენ მაიკლისა და დედამისის წარმოშობით ფრანკოკანადელის ოჯახში. 1970-იან წლებში ოჯახი საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდა. ტორანსში დაამთავრა დასავლეთის უმაღლესი სკოლა. ჰარბორის კოლეჯში სწავლობდა ბავშვთა ფსიქოლოგიას. თავდაპირველად იღებდნენ სარეკლამო რგოლებში. მისი კინოკარიერა ათვლას 1978 წლიდან იღებს.