შინაარსზე გადასვლა

მაიკლი (კენტის პრინცი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მაიკლი, კენტის პრინცი)
პრინცი მაიკლი

პრინცი მაიკლი 2014 წელს
დაბადების სახელი მაიკლ ჯორჯ ჩარლზ ფრანკლინი
დაბადების თარიღი 4 ივლისი, 1942
კოპსი, ივერი, ბუკინგემშირი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
მოქალაქეობა გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი ეტონის კოლეჯი, მონსის ოფიცერ-კადეტთა სასწავლებელი
რელიგია ანგლიკანიზმი
მეუღლე(ები) პრინცესა მაიკლი (დაქ.1978)
შვილ(ებ)ი ლორდ ფრედერიკ უინძორი და ლედი გაბრიელა კინგსტონი
მშობლები მამა: პრინცი ჯორჯი
დედა: პრინცესა მარინა
ხელმოწერა

მისი სამეფო უმაღლესობა კენტის გრაფი, პრინცი მაიკლი (მაიკლ ჯორჯ ჩარლზ ფრანკლინი; დაბ. 4 ივლისი,1942) — ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი, რომელიც 2024 წლის ივნისისთვის ბრიტანულის ტახტის რიგით 52-ე მემკვიდრეა. პრინცი მაიკლი კენტის ჰერცოგის პრინცი ჯორჯისა და საბერძნეთისა და დანიის პრინცესა მარინას უმცროსი ვაჟია. იგი ასევე ჯორჯ V- ის შვილიშვილი, ედუარდ VIII-ისა და ჯორჯ VI- ის ძმისშვილი და ელიზაბედ II- ის ბიძაშვილი. მაიკლის დედა ასევე იყო ედინბურგის ჰერცოგის პრინცი ფილიპის ბიძაშვილი, რაც მას ჩარლზ III-ის ორმხრივ ბიძად აქცევს.

პრინცი მაიკლი ზოგჯერ წარმოადგენდა ელიზაბედ II-ს გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ თანამეგობრობის ქვეყნებში მისი მეფობის დროს. მას აქვს საკუთარი ბიზნესი და ახორციელებს სხვადასხვა კომერციულ სამუშაოებს მთელს მსოფლიოში. მან ასევე წარადგინა რამდენიმე სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი ევროპის სამეფო ოჯახებზე.

პრინცი მაიკლი დაიბადა 1942 წლის 4 ივლისს კოპინსში, აივერში, ბუკინგემშირში.[1] ის იყო კენტის ჰერცოგის პრინცი ჯორჯის მესამე შვილი. დაბადებისას მაიკლი მეშვიდე იყო ბრიტანეთის ტახტის რიგში. დედამისი იყო პრინცესა მარინა, საბერძნეთისა და დანიის პრინცი ნიკოლოზისა და რუსეთის დიდი ჰერცოგინია ელენა ვლადიმეროვნას ქალიშვილი.

განათლება და სამხედრო სამსახური

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეტონის კოლეჯი

მაიკლმა განათლება მიიღო სანინგდეილის სკოლაში და ეტონის კოლეჯში.[2] იგი თავისუფლად ფლობს ფრანგულ, გერმანულ,იტალიურ და რუსულ ენებს.[2]. ვინაიდან ის სამეფო ოჯახის პირველი წევრია რომელმაც რუსული ენა შეისწავლა ის ითავსებს კვალიფიციური თარჯიმანის როლს.[3]

1994 წელს მაიკლს მიენიჭა სამეფო საზღვაო რეზერვის საპატიო კომონდორის (მოგვიანებით საპატიო კონტრადმირალი, შემდეგ ვიცე-ადმირალის) სტატუსი. 2009 წლიდან 2012 წლამდე იყო საპატიო საარტილერიო ასეულის პოლკის პოლკოვნიკი და 2012 წლის 31 იანვარს გახდა საპატიო პოლკოვნიკი.[4] ის ასევე არის კანადის ესექსის, და კენტის შოტლანდიური პოლკის მეთაური .

ქორწინება და პირადი ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პრინცი მაიკლი, გადაღებული ალან უორენის მიერ

1978 წლის 30 ივნისს მაიკლი სამოქალაქო ცერემონიაზე, ვენაში, ავსტრიაში, დაქორწინდა გერმანელ დიდგვაროვან ბარონესაზე მარი-კრისტინე ფონ რეიბნიცზე . რომის პაპ იოანე პავლე II- ის ნებართვის მიღების შემდეგ (წინა პონტიფიკოსმა, პაპმა პავლე VI-მ მათ აუკრძალა კათოლიკური ქორწილის გამართვა).[5] მოგვიანებით წყვილმა მიიღო კურთხევა მათი ქორწინების შესახებ კათოლიკურ ცერემონიალზე 1983 წლის 29 ივნისს ლონდონის არქიეპისკოპოსის სახლში.

მაიკლს და მარი-კრისტინს ორი შვილი ჰყავთ, ორივე აღიზარდა ინგლისის ეკლესიის მრევლად და შესაბამისად, ტახტის მემკვიდრეებად.

კენტის პრინცი მაიკლი 2009 წელს კრემლში. დაჯილდოვდა მეგობრობის ორდენით პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მიერ.
  1. „No. 35623“. The London Gazette: 2987. 7 July 1942.
  2. 2.0 2.1 The current Royal Family. ციტირების თარიღი: 4 February 2018
  3. Business. ციტირების თარიღი: 2020-04-09
  4. „No. 60084“. The London Gazette (Supplement): 4993. 13 March 2012.
  5. Ashley Walton; Alan Cochrane (17 June 1978). „Royal Couple's Anguish: Church wedding ban by the Pope“. Daily Express (24, 248).