ნიკოლოზ ბერძენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიკოლოზ ბერძენი
Prince Nicholas of Greece and Denmark.jpg
წოდებები
საბერძნეთისა და დანიის პრინცი
დაიბადა 22 იანვარი, 1872
ათენი, საბერძნეთი
გარდაიცვალა 8 თებერვალი, 1938, (66 წლის)
ათენი, საბერძნეთი
საგვარეულო გლუქსბურგები
მეუღლე(ები) ელენა ვლადიმირის ასული
შვილ(ებ)ი ოლგა, იუგოსლავიის პრინცესა
ელისაბედი, იეტენბახის გრაფინია
მარინა, კენტის ჰერცოგინია
მამა გეორგიოს I, საბერძნეთის მეფე
დედა ოლღა კონსტანტინეს ასული
რელიგია მართლმადიდებლობა

ნიკოლოზ ბერძენი (ბერძ. Νικόλαος της Ελλάδας; დ. 22 იანვარი, 1872, ათენი, საბერძნეთი — გ. 8 თებერვალი, 1938, ათენი, საბერძნეთი) — გლუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-ისა და დედოფალ ოლღა კონსტანტინოვნას შუათანა ვაჟი. მეფე კონსტანტინოს I-ის უმცროსი ძმა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოლოზი დაიბადა 1872 წლის 22 იანვარს ათენში. იგი იყო საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-ისა და დედოფალ ოლღა კონსტანტინოვნას რიგით მეოთხე შვილი და მესამე ვაჟი.

ცნობილია, რომ 1896 წელს ნიკოლოზი თავის უფროს ძმებს, კონსტანტინოსსა და გეორგიოსს დაეხმარა ოლიმპიური თამაშების მოწყობის ორგანიზებაში, რომელიც 393 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა. ამ ოლიმპიადაში ნიკოლოზი შუბისმსროლელთა კომიტეტის პრეზიდენტის სახელით მონაწილეობდა.

1902 წლის 29 აგვისტოს ცარსკოე სელოში ნიკოლოზმა ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი ელენა ვლადიმიროვნა, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის ძის, დიდ მთავარ ვლადიმირ ალექსანდროვიჩისა და მარია მეკლენბურგ-შვერინელის შუათანა ქალიშვილი.

ასევე ნიკოლოზის სახელს მიეწერება საბერძნეთის სამეფო თეატრის დაარსება, რომელიც 1935 წელს მან სახელმწიფოს გადასცა. იგი თავისი ქალიშვილის ნათლიასთან, გეორგიოს სიმიტისთან მეგობრობდა, რომელიც თავის მხრივ იყო მომავალში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კოსტას სიმიტისისა.

პრინცი ნიკოლოზი გარდაიცვალა 1872 წლის 22 იანვარს ათენში, 66 წლის ასაკში. დაკრძალულია ტატოის სამეფო სასახლის მავზოლეუმში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ოლგა (1903-1997), ცოლად გაჰყვა იუგოსლავიის პრინც პავლეს, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა;
  2. ელისაბედი (1904-1955), ცოლად გაჰყვა გრაფ კარლ თეოდორ ფონ თეორინგ-იეტენბახს, რომელთანაც ორი შვილი შეეძნა;
  3. მარინა (1906-1968), ცოლად გაჰყვა დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V-ის უმცროს ვაჟს, კენტის ჰერცოგ ჯორჯს, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Markezinis, Spyros (1994). Political History of Modern Greece (in Greek).
  • Bille-Hansen, A. C.; Holck, Harald, eds. (1933) [1st pub.:1801]. Statshaandbog for Kongeriget Danmark for Aaret 1933 [State Manual of the Kingdom of Denmark for the Year 1933] (PDF). Kongelig Dansk Hof- og Statskalender (in Danish). Copenhagen: J.H. Schultz A.-S. Universitetsbogtrykkeri. p. 16. Retrieved 2 January 2020 – via da:DIS Danmark.
  • Gaceta de Madrid: no. 28. p. 292. 28 January 1892.