მაიდანეკის საკონცენტრაციო ბანაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაიდანეკის ( ლუბლინი) საკოცენტრაციო ბანაკი აშენდა და ფუნქციონირებდა სს-ის ზედამხედველობით პოლონური ქალაქის ლუბლინის გარეუბანში ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთის ოკუპაციისას მეორე მსოფლიო ომის დროს. მას გააჩნდა 7 გაზის კამერა, 2 ხის სახრჩობელა და კიდევ 200-ზე მეტი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობება, რის გამოც ის უდიდეს საკონცენტრაციო ბანაკებს შორის მოიხსენიება. მაიდანეკის საკონცენტრაციო ბანაკი თავდაპირველად მოაზრებული იყო, როგორც იძულებითი შრომის დაწესებულება, ვიდრე ადამიანების მასობრივი განადგურების მექანიზმი, თუმცა მას შემდეგ, რაც ოპერაცია რეინჰარდის თანახმად გერმანიის მიერ პოლონეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყველა პოლონელი ებრაელის მოკვლა იქნა გადაწყვეტილი, მაიდანეკი სწორედაც რომ სიკვდილის ინდუსტრიის მანქანად იქცა. მაიდანეკის ბანაკმა ფუნქციონირება დაიწყო 1941 წლის ოქტომბერში და 1944 წლის 22 ივლისს საბჭოთა წითელი არმიის მიერ თითქმის დაუზიანებლად იქნა დაკავებული. საბჭოთა არმიის სწრაფმა წინსვლამ ოპერაცია ბაგრატიონის ფარგლებში ხელი შეუშალა სს-ს დაენგრია ბანაკის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, შესაბამისად მაიდანეკის ბოლო კომენდანტმა ვერ მოახერხა ომის დანაშაულების უტყუარი მტკიცებულებების თავიდან მოშორება. ბანაკის სახელწოდება ,,მაიდანეკი“ ( ,,პატარა მოედანი“) ადგილობრივი მოსახლეობის მიერ იმ ადგილისთვის შერქმეული სახელია. 1943 წლის აპრილიდან გერმანელები ბანაკს ლუბლინის საკონცენტრაციო ბანაკს ეძახდნენ, თუმცა ბანაკი პოლონური სახელითაა ცნობილი. 1944 წელს საბჭოთა ჯარების მიერ გათავისუფლების შემდეგ ბანაკი თავდაპირველად საბჭოთა კავშირის ზედამხედველობის ქვეშ გადავიდა. იმავე წლის შემოდგომაზე ჯერ კიდევ სასტიკი ომის მიმდინარეობის პირობებში, მაიდანეკი დაკონსერვდა და მუზეუმად იქცა. კრემატორიუმის ღუმელები და გაზის კამერები კარგად იყო შემონახული, ამიტომაც ნაცისტური გერმანიის მიერ განხორციელებული გენოციდის ამსახველ საუკეთესო მტკიცებულებებად იქცნენ. 1965 წელს მაიდანეკის საკონცენტრაციო ბანაკი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლად გამოცხადდა. დღეისათვის მაიდანეკის სახელმწიფო მუზეუმი ამავდროულად ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმი და საგანმანათლებლო ცენტრია, რომლის დანიშნულებაა კაცობრიობას ახსოვდეს ნაციზმის საშინელებათა სრული სურათი. მუზეუმში დაცულია იშვიათი არტეფაქტები, საარქივო ფოტოსურათები და სხვა მტკიცებულებები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "Majdanek".
  • Reszka, Paweł (23 December 2005). "Majdanek Victims Enumerated. Changes in the history textbooks?". Gazeta
  • Nicholas, Lynn H. (2009). Cruel World: The Children of Europe in the Nazi Web. Knopf Doubleday Publishing Group. ISBN 978-0-307-73971-1
  • "Założenia i budowa (Purpose and construction, selection of photographs)". Majdanek concentration camp. KL Lublin Majdanek.com.pl. Archived from the original on January 2, 2011. Retrieved 2013-04-18. Concentration camp name change 9.04.1943.
  • "Majdanek" (PDF). Majdanek concentration camp. Yad Vashem. 2007. Archived from the original (PDF) on November 27, 2007. Retrieved 2013-04-14.