შინაარსზე გადასვლა

მაია ჰოუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაია ჰოუკი
Maya Hawke

ჰოუკი 2019 წელს
დაბადების თარიღი 8 ივლისი, 1998 (1998-07-08) (27 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
განათლება ჯულიარდის სკოლა
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
აქტიური 2016–დღედმე[1]
მეუღლე(ები) კრისტიან ლი ჰუტსონი (იქ. 2026)
მშობლები მამა: ითან ჰოუკი
დედა: უმა თურმანი
საიტი mayahawkemusic.com

მაია რეი თურმან ჰოუკი (ინგლ. Maya Ray Thurman Hawke; დ. 8 ივლისი, 1998)[2]ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და მოდელი. ჰოლივუდის მსახიობების, ითან ჰოუკისა და უმა თურმანის ქალიშვილი. დაიწყო სამოდელო კარიერით, ეკრანზე პირველად გამოჩნდა 2017 წელს, BBC-ის ადაპტაციაში პატარა ქალები, სადაც ითამაშა ჯო მარჩის როლი.

აღიარება მოიპოვა რობინ ბაკლის როლით Netflix-ის სამეცნიერო ფანტასტიკურ სერიალში უცნაური ამბები (2019–2025). გადაღებულია ფილმებში ერთხელ ჰოლივუდში (2019), შიშის ქუჩა ნაწილი პირველი: 1994 (2021), შური იძიე (2022) და სხვ.

  1. Marissa O. Miller. (2016)Maya Hawke Stars in AllSaints Fashion Campaign. Teen Vogue. ციტირების თარიღი: February 9, 2024.
  2. Chestang, Raphael. (February 21, 2017) Uma Thurman Opens Up About the 'Worst Decision' She's Made in Turning Down a Role. Entertainment Tonight. ციტირების თარიღი: February 5, 2018