პატარა ქალები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პატარა ქალები
Little Women
Houghton AC85.Aℓ194L.1869 pt.2aa - Little Women, title.jpg
ავტორი ლუიზა მეი ოლკოტი
ქვეყანა ამერიკა
ენა ინგლისური
გამომცემელი Roberts Brothers
გამოცემის თარიღი 1880
მთარგმნელი ციცო ხოცუაშილი
ქართულად გამოიცა 2019
მომდევნო პატარა კაცები

პატარა ქალები(ინგლ. Little Women) — ამერიკელი მწერლის ლუიზა მეი ოლკოტის რომანი, რომელიც თავდაპირველად ორ ტომად გამოიცა 1868 და 1869 წლებში. ოლკოტმა წიგნი რამდენიმე თვეში დაასრულა გამომცემლის მოთხოვნით.[1][2] წიგნში მოთხრობილია ოთხი დის — მეგის, ჯოს, ბეთის და ემის ცხოვრება ბავშვობიდან ზრდასრულობამდე და მეტწილად დაფუძნებულია ავტორის და მისი სამი დის რეალურ ცხოვრებაზე.[3] მკვლევარები წიგნს განიხილავენ როგორც ავტობიოგრაფიულ ან ნახევრად ავტობიოგრაფიულ რომანს.[4][5]:12

პატარა ქალები ძალიან სწრაფად იქცა გაყიდვად წიგნად და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. მკითხველები დიდ ინტერესს გამოხატავდნენ გმირების ცხოვრების მიმართ, ამიტომ ოლკოტი იძულებული გახდა მეორე ტომი სწრაფად დაესრულებინა. მეორე ნაწილმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. მოგვიანებით ორივე ტომი გაერთიანდა ერთი სახელწოდების ქვეშ და ხელმეორედ გამოქვეყნდა 1880 წელს, როგორც ერთი რომანი.

ოლკოტმა ასევე გამოსცა ორი წიგნი, როგორც პატარა ქალბატონების გაგრძელება: „პატარა კაცები“ (1871) და „ჯოს ბიჭები“ (1886). წიგნები კვლავ ოთხი დის ცხოვრებას ასახავს. მიუხედავად იმისა, რომ რომანი განკუთვნილი იყო გოგონებისთვის, ის დღესდღეობით ცნობილია როგორც საბავშვო რომანი. რომანის მთავარი თემებია: „სახლის საქმე, სამსახური და ჭეშმარიტი სიყვარული“.

ოლკოტის შემოქმედებაში გვხვდება როგორც ფიქციის ელემენტი რომანტიული ბავშვების წარმოსახვიდან, ასევე სენტიმენტალური ნოველების ნიშნები, რამაც ლიტერატურაში სრულიად ახალ მიმდინარეობას დაუდო საფუძველი. წიგნის მიხედვით მალევე გადაიღეს ფილმები და დადგეს სპექტაკლები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Longest, David (1998). Little Women of Orchard House: A Full-length Play. Dramatic Publishing, გვ. 115. ISBN 9780871298577. 
  2. (2004) Sparknotes: literature. Spark Educational Publishing, გვ. 465. ISBN 9781411400269. 
  3. Alberghene, Janice (1999). Autobiography and the Boundaries of Interpretation on Reading Little Women and the Living is Easy. Psychology Press, გვ. 355. ISBN 9780815320494. 
  4. Cullen Sizer, Lyde (2000). The Political Work of Northern Women Writers and the Civil War, 1850–1872. Univ of North Carolina Press, გვ. 45. ISBN 9780807860984. 
  5. Reisen, Harriet (2010). Louisa May Alcott: The Woman Behind Little Women. Macmillan. ISBN 9780312658878.