მათე ბლასტარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მათე ბლასტარი (Matthaeus Blastares)ბიზანტიელი კანონისტი, მღვდელმონაზონი თესალონიკედან. რომის კათოლიკურ ეკლესიასთან უნიის მოწინააღმდეგე. გარდაიცვალა დაახ. 1360 წელს.

1335 წელს გამოსცა „წმინდა და საღვთო კანონში მოხსენიებული ყველა საგნის ანბანური კრებული“ (ანბანური სინტაგმა), რომელიც მალევე ითარგმნა სერბულ ენაზე და შევიდა სტეფან დუშანის „კანონებში“ (1349 წ.). XVII საუკუნეში ითარგმნა ეპიფანე სლავინეცკის მიერ საეკლესიო სლავურ ენაზე. ბერძნული ტექსტი სლავური თარგმანითურთ გამოსცა მიხეილ გორჩაკოვმა (Горчаков Михаил Иванович) 1874 წელს.

შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Властарь Матфей. Письмо к принцу кипрскому Гю де Лузиньяну. Пер. арх. Арсения. М., 1891.
  • Властарь Матфей. Алфавитная синтагма Матфея Властаря. М., 1892. Пер. Н.Ильинского. М., 1996.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Горчаков М. К истории епитимийных номоканонов православной церкви. — СПб., 1874.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]