სტეფან დუშანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სტეფან დუშანი. ფრესკა

სტეფან უროშ IV დუშანი ნემანიჩი (სერბ. Стефан Урош IV Душан Немањић) — სერბეთის მეფე (1331—1346) ნემანიჩთა სახლიდან, 1346 წლიდან „სერბთა და ბერძენთა მეფე“ (სიკვდილამდე 1355 წ).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუშანის დროინდელი სერბეთი

სერბეთის მეფე სტეფან უროშ III-ისა და ბულგარეთის იმპერატორის ქალიშვილ თეოდორა სმილეცის ვაჟი და სიმეონ სინიშის გერი ძმა. 1331 წელს მამის წინააღმდეგ აჯანყდა და ტახტიდან ჩამოაგდო. ბიზანტიასა და უნგრეთთან რიგი ომების შედეგად დუშანმა უზარმაზარი სახელმწიფოს შექმნა მოახერხა, რომელშიც შედიოდნენ: მაკედონია, ეპირი, თესალია და თრაკიის ნაწილი. 1346 წელს იგი „სერბთა და ბერძენთა მეფედ“ აკურთხეს სერბეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში საპატრიარქოს დაარსების პარალელურად.

1349 წელს გამოსცა ე. წ. „სტეფან დუშანის კანონები“ — სერბეთის კანონთა კრებული.

ცოლად ჰყავდა ელენე, ბულგარეთის მეფის ივან ალექსანდრეს ქალიშვილი. სტეფან დუშანის ვაჟი სტეფან უროშ V სერბეთის უკანასკნელი მეფე გახდა.

მხატვრულ ლიტერატურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხალხური ეპოსი "Ženidba Cara Dušana" ("იმპერატორ დუშანის ქორწილი").
  • 1875 წლის ისტორიული სამ ტომიანი ნოველა "Car Dušan" ("იმპერატორი დუშანი") ავტ. ვლადან ბორდევჩი.[1]
  • 1987 წლის ისტორიული ნოველა "Stefan Dušan" ავტ. სლავომირ ნასტასიჯევიჩი.[2]
  • 2002 წლის ისტორიული ნოველა "Dušan Silni" ("დუშან დიდ") ავტ. მილე კორდიჩი.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]