მადამ ბოვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მადამ ბოვარი
Madame Bovary
Madame Bovary 1857.jpg
„მადამ ბოვარის“ პირველი ფრანგული გამოცემა
ავტორი გიუსტავ ფლობერი
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული
ჟანრი რომანი
გამოცემის თარიღი 1857 1857
მედია 1857[1]

მადამ ბოვარი (ფრანგ. Madame Bovary) — გიუსტავ ფლობერის რომანი. მისი სრული სახელია „მადამ ბოვარი – პროვინციული ზნე-ჩვეულებები“. მეორე სათაური მკითხველს განუმარტავს ნაწარმოების არსს. რომანში ნაჩვენებია, თუ როგორ უხუთავს ადამიანს სულს დამყაყებული პროვინციული ყოფა.

ნაწარმოების მთავარმა მოქმედმა პირმა — ემამ ვერ ჰპოვა იდეალი ვერც მეუღლეში და ვერც თაყვანისმცემლებში. მისმა ცხოვრებამ რთული ხასიათი მიიღო, სადაც ზნეობრივი და უზნეო საქციელი გადაეხლართა ერთმანეთს. ემამ ყველაფერზე გული აიცრუა და ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა. ფლობერისთვის ემა განზოგადებული სახეა, ამიტომაც ავტორმა აღნიშნა: „ჩემი ემა ტირის საფრანგეთის ყოველ პროვინციულ ქალაქში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნაირა მამუკელაშვილი, ახალი ისტორია (მეცხრე კლასის სახელმძღვანელო), თბ., 1998 წელი, გვ. 97.
  • გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #4099183-0 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.